წიგნის კლუბი - „ ჩვენ მკითხველები ვართ”
დღეს, განვითარებული
ტექნოლოგიების
საუკუნეში, როცა
ინფორმაციის მოძიება გაიოლებულია ინტერნეტის საშუალებით, ხდება წიგნთან გაუცხოვება, რაც დიდ პრობლემებს ქმნის არა მარტო სასწავლო პროცესში,
არამედ ოჯახებშიც. იშვიათი გამონაკლისის გარდა, მოსწავლეთა უმრავლესობისთვის წიგნი
და ზოგადად კითხვის პროცესი დიდ სიძნელეებთან არის დაკავშირებული.
სწორედ, ამ სიძნელეების
დასაძლევად, გადავწყვიტე III-IV კლასში ჩამომეყალიბებინა
წიგნის კლუბი, რომლის მიზანიც იქნებოდა მოსწავლეებში წიგნის სიყვარულის გაღვივება, მისადმი ინტერესის გაზრდა,
კითხვის, მოსმენისა და წაკითხულის გააზრების უნარების განვითარება და ზოგადად კითხვისადმი პოზიტიური
დამოკიდებულების ჩამოყალიბება, რაც შემდგომში მოსწავლეებს დაეხმარებათ შეძენილი
უნარები გამოიყენონ პრაქტიკულად, ყოველდღიურ ურთიერთობებში.
განაცხადი კლუბის შექმნის შესახებ
სსიპ
ხაშურის სოფელ სატივის საჯარო სკოლის დირექტორს,
ქალბატონ
რუიზან მარაბდელს
ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის
პედაგოგის
შორენა მჭედლიძის
გ ა ნ ც ხ ა
დ ე ბ ა
სურვილი მაქვს, ჩვენს სკოლაში დაიწყოს
ფუნქციონირება წიგნის კითხვის კლუბმა - ,,ჩვენ მკითხველები ვართ“. კლუბის მიზნებია: მოსწავლეთა ინტელექტის
ამაღლება და მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაცია; წიგნიერების განვითარება; ახალი
ლიტერატურის გაცნობასა და წაკითხული წიგნების განხილვას, დისკუსიების მოწყობას.
გთხოვთ, დაგვრთოთ ნება, რომ აღნიშნულმა კლუბმა ამა
წლის ნოემბრიდან დაიწყოს მუშაობა.
განმცხადებელი: შ. მჭედლიძე
თარიღი : 29.10.2018
სსიპ ხაშურის რაიონ სოფელ სატივის საჯარო სკოლაში
იწყებს ფუნქციონირებას წიგნის კითხვის კლუბი. მოვაწყობთ წიგნების განხილვა-დისკუსიებს,
ჩავატარებთ პოეზიის საღამოს, გამოვუშვებთ
ლიტერატურულ ჟურნალს, შევქმნით კედლის გაზეთებს, ნახატებს წაკითხული ტექსტების მიხედვით .
პირველი შეხვედრა - 2018 წლის 31 ოქტომბერი,13 სთ.
კლუბში გასაწევრიანებლად გიწვევთ III-IV
კლასის მოსწავლეებს.
პატივისცემით, პედაგოგი შორენა მჭედლიძე
განაცხადი წიგნის კლუბის წევრობაზე
სსიპ ხაშურია რაიონ სოფელ სატივის საჯარო სკოლის
საკლასო წიგნის კლუბ „ჩვენ მკითხველები ვართ!“
საკლასო წიგნის კლუბ „ჩვენ მკითხველები ვართ!“
კურატორს შორენა მჭედლიძეს
ამავე სკოლის მე---
კლასის
მოსწავლის ---------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სურვილი მაქვს გავწევრიანდე საკლასო
წიგნის კლუბში „ჩვენ
მკითხველები ვართ!“ გთხოვთ, დააკმაყოფილოთ ჩემი სურვილი.
განმცხადებელი:
თარიღი:
წიგნის კლუბის
,,ჩვენ
მკითხველები ვართ”
წესდება
1.ზოგადი დებულებები
1.1. სსიპ ხაშურის რაიონ სოფელ სატივის
საჯარო სკოლაში შეიქმნა საკლასო წიგნის კლუბი. დაფუძნებულია მესამე და მეოთხე კლასების ფარგლებში.
1.2 . კლუბი დაფუძნებულია 2018-2019 წლის ვადით.
1.3.კლუბს აქვს საგანმანათლებლო ხასიათი
1.4 . კლუბებს აქვს სახელწოდებები .
1.5. კლუბს აქვს საკუთარი ლოგო და
სლოგანი
1.6. კლუბების იურიდიული მისამართი: საქართველო, ხაშურის რაიონი, სოფელი სატივე.
2. კლუბის მიზნები და ამოცანები:
2.1. წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და მისადამი
ინტერესის გაზრდა;
2.2. კითხვისადმი
პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება;.
2.3.მოზარდთა ინტელექტის ამაღლება და მოსწავლეთა შორის მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაცია;
2.4. აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებით უნარების განვითარება;
2.5. მოსწავლეთა ინიციატივების წახალისება;
2.6.მოსწავლეთა
ცოდნის და გამოცდილების შეძენა.
2.7. ცოდნის
პრაქტიკულად გამოყენება.
2.8.
შეიძენენ ჯგუფში მუშაობის, გადაწყვეტილების მიღებასა და პრეზენტაციის წარმართვის
გამოცდილებას.
2.9. კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედგეზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
3. კლუბში გაწევრიანება :
3.1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის III და IV კლასის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.
3.3. კლუბის წევრობის მსურველმა უნდა შეავსოს განაცხადი.
3.4. კლუბის წევრებზე გაიცემა კლუბის წევრის მოწმობა.
3.5. კლუბში გაწევრიანებაზე გადაწყეტილება მიიღება კლუბის კურატორის მიერ.
3.6. კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვასწესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
3.7. კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან.
3.8. კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე, ასევეკლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებით, როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს და სკოლის დამთავრების შემდეგ.
4.კლუბის სტრუქტურა,მართვა და გადაწყვეტილებების მიღება:
4.1. კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან,- მოსწავლეთა ჯგუფი, კურატორი მასწავლებელი,
კლუბის კურატორი მასწავლებლის
ფუნქციები:
ა) წლის განმავლობაში წარმართავს საკლუბო
მუშაობას;
ბ) საკლუბო მუშაობის დაწყებამდე სკოლის ვებ–
გვერდზე/სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე/პირად ბლოგზე განათავსებს შემდეგ
ინფორმაციას:
· კლუბის სახელწოდება და შესაბამისი
ატრიბუტიკა;
· კლუბის წესდება;
· კლუბის სამუშაო გეგმა;
· განაცხადის ფორმა კლუბში
გაწევრიანების მსურველთათვის;
საკლუბო მუშაობის პერიოდში:
სკოლის ვებ–გვერდზე ან სოციალურ ქსელში სკოლის
გვერდზე ან პერსონალურ გვერდზე ეტაპობრივად ატვირთავს საკლუბო აქტივობების
ამსახველ ფოტო ან ვიდეომასალას.
კურატორი მასწავლებელი საკლუბო მუშაობის
დასრულებისას წარმოადგენს რეფლექსიას საკლუბო მუშაობაზე:
ა) მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა;
ბ)რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად,
რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
გ)რომელ კომპონენტში იყო საკლუბო მუშაობა ყველაზე
წარმატებული და რატომ;
დ)რა სარგებელი მიიღეს კლუბში გაწევრიანებულმა
მოსწავლეებმა?
ე)რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
ვ)მოხდა თუ არა მუშაობის პროცესში აქტივობების
დამატება და ან მოდიფიცირება და რატომ?
ზ)რას გავითვალისწინებთ მომავალში მსგავსი
საქმიანობის განხორციელებისას?
5. კლუბის მუშაობა
5.1. I სემესტრში კლუბი იკრიბება კვირაში ერთჯერ, ხოლო II სემესტრში ორ კვირაში ერთჯერ, გარდა არდადეგების პერიოდისა;
5.2. კლუბის შეკრებები იტვირთება კურატორის პირად ბლოგსა და სოციალურ
ქსელში.
6. კლუბის რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა:
6.1. კლუბის რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გამოყოფა გარდაქმნა)ხორციელდება ამ დებულებით.
6.2 კლუბის ლიკვიდაცია ხდება: საერთო კრების გადაწყვეტილებით ან მიზნებისმიღწევის შემთხვევაში.
7. დასკვნითი დებულება:
7.1. წინამდებარე წესდება ძალაში შედის კლუბის ამოქმედებისთანავე.
7.2. ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ საერთო კრებისგადაწყვეტილებით.
სსიპ ხაშურის რაიონ სოფელ სატივის საჯარო სკოლა
უფროსი მასწავლებელი - შორენა მჭედლიძე
უფროსი მასწავლებელი - შორენა მჭედლიძე
2018 წლის 1 ნოემბერი
საკლუბო მუშაობის პროგრამა- I სემესტრი
თვე და რიცხვი
|
სამუშაო პროგრამა
|
01.11.2018
|
საკლუბო მუშაობის მიზნების გაცნობა.წესდების შემუშავება. ლოგოს შერჩევა.
|
08.11.2018
|
გურამ რჩეულიშვილის ,,ბაბუა, შვილიშვილი და თოვლის ბაბუა“
|
15.11.2018
|
ვაჟა-ფშაველას ,,შვლის ნუკრის ნაამბობი" (ნაწყვეთი)
|
22.11.2018
|
ვაჟა-ფშაველას ,,შვლის ნუკრის ნაამბობი"
|
29.11.2018.
|
ჯონათავ სვიფტის ,,გულივერის მოგზაურობა".
|
06.12.2018
|
ტარიელ ხავთასი ,, სპილო მოსწავლის ჩანთით."
|
13.12.2018
|
ტარიელ ხავთასის ,, სპილო მოსწავლის ჩანთით"
|
20.12.2018
|
რევაზ ინანიშვილი ,,პატარა ბიჭების ფიქრები"
|
27.12.2018
|
იაკობ გოგებაშვილის ,, ცოტნე დადიანი".
|
საკლუბო მუშაობის პროგრამა- II სემესტრი.
თვე და რიცხვი
|
სამუშაო პროგრამა
| |
05.02.2019
|
| |
19.02.2019
|
,,ალექსანდრე მაკედონელი " ( ნაწყვეტი)
| |
05.03.2019
|
რევაზ ინანიშვილის ,,დედა"
| |
19.03.2019
|
ექვთიმე თაყაიშვილი ( ნაწყვეტი)
| |
02.04.2019
|
ექვთიმე თაყაიშვილი ( ნაწყვეტის კითხვა ანალიზი და ფილმის ყურება)
| |
16.04.2019
|
,,ჩემი ქვეყნის ისტორია"-განხილვა
| |
30.04.2019
|
,,ჩემი ქვეყნის ისტორი"-წმინდა ნინო და საქართველოს გაქრისტიანება
| |
14.05.2019
|
ჩემი ქვეყნის ისტორია- ,,სულხან-საბა ორბელიანი"
| |
28.05.2019.
|
ჩემი ქვეყნის ისტორია- ,,ლეგენდა ოქროს საწმისზე"
| |
04.06.2019 | შემაჯამებელი შეხვედრა. |
01.11 კლუბური მუშაობის პირველიშეხვედრა.
1. მოსწავლეებმა შეავსეს განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების შესახებ.
2. დაურიგდათ კლუბის წევრობის მოწმობები.
3. შევიმუშავეთ კლუბის წესდება და გავეცანიოთ თუ რ უფლებები და მოვალეობები გვაქვს თითოეულ წევრს.
4. შევარჩიეთ კლუბის ლოგო.
ბავშვებს ჩავუტარე პატარა აქტივობა- ფერად ფურცლებზე დაწერეს -,,ჩემი მოლოდინი", თუ რას ელოდებიან კლუბური მუშაობისაგან და თვითონვე გააკეთეს პრეზენტაცია.
ამის შემდეგ . ერთად შევარჩიეთ შემდეგი შეხვედრის თემა-გურამ
რჩეულიშვილის ,,ბაბუა, შვილიშვილი და თოვლის ბაბუა“ (კითხვა-ანალიზი; დისკუსია)
08.11.2018. საკლუბო მუშაობის მეორე შეხვედრა.
ბავშვებს დავურიგე ტექსტი - გურამ რჩეულიშვილის ,,ბაბუა, შვილიშვილი და თოვლის ბაბუა“ და ფერადი წებოვანი ფურცლები.
დავავალე- ინდივიდუალურად წაეკითხათ და სამი სიტყვა, რომელსაც ჩათვლიდნენ, რომ მნიშვნელოვანი იყო ტექსტის გასაგებად, ამოეწერათ წებობან ფურცლებზე.
მოსწავლეებმა ამოწერეს სხვადასხვა სიტყვები. დავთვალეთ, რომელი სიტყვები მეორდებოდა და, გამოიკვეთა შემდეგი სიტყვები - თოვლი, ბაბუა, შვილიშვილი.
ასევე, დავავალე , დაეწერათ თითო-თითო კითხვა ტექსტიდან გამომდინარე .
შემდეგი აქტივობა იყო, სწორედ, ამ შეკითხვებძე პასუხეის გაცემა.
შეხვედრა ძალიან სახალისო და შედეგიანი აღმოჩნდა.
15.11.2018. საკლუბო მუშაობის მესამე შეხვედრა.
თემა: ვაჟა-ფშაველას ,,შვლის ნუკრის ნაამბობი" (ნაწყვეტი)
აქტივობა: კითხვა , ანალიზი.
ბმოსწავლეებმა თვითონ მოძებნეს საჭირო რაოდენობის წიგნები ბიბლიოთეკის თაროებზე. რამაც ხალისი შესძინა შეხვედრას და მოტივაცია აუმაღლა მოსწავლეებს. კითხვის დაწყებამდე , ინტერესით ,,ფუსფუსებდნენ" წიგნებთან.
ა
ბავშვებს დავურიგე ტექსტი - გურამ რჩეულიშვილის ,,ბაბუა, შვილიშვილი და თოვლის ბაბუა“ და ფერადი წებოვანი ფურცლები.
დავავალე- ინდივიდუალურად წაეკითხათ და სამი სიტყვა, რომელსაც ჩათვლიდნენ, რომ მნიშვნელოვანი იყო ტექსტის გასაგებად, ამოეწერათ წებობან ფურცლებზე.
მოსწავლეებმა ამოწერეს სხვადასხვა სიტყვები. დავთვალეთ, რომელი სიტყვები მეორდებოდა და, გამოიკვეთა შემდეგი სიტყვები - თოვლი, ბაბუა, შვილიშვილი.
ასევე, დავავალე , დაეწერათ თითო-თითო კითხვა ტექსტიდან გამომდინარე .
შემდეგი აქტივობა იყო, სწორედ, ამ შეკითხვებძე პასუხეის გაცემა.
შეხვედრა ძალიან სახალისო და შედეგიანი აღმოჩნდა.
15.11.2018. საკლუბო მუშაობის მესამე შეხვედრა.
თემა: ვაჟა-ფშაველას ,,შვლის ნუკრის ნაამბობი" (ნაწყვეტი)
აქტივობა: კითხვა , ანალიზი.
ბმოსწავლეებმა თვითონ მოძებნეს საჭირო რაოდენობის წიგნები ბიბლიოთეკის თაროებზე. რამაც ხალისი შესძინა შეხვედრას და მოტივაცია აუმაღლა მოსწავლეებს. კითხვის დაწყებამდე , ინტერესით ,,ფუსფუსებდნენ" წიგნებთან.
ა
22.11.2018. საკლუბო მუშაობის მეოთხე შეხვედრა.
თემა: ვაჟა-ფშაველას ,,შვლის ნუკრის ნაამბობი"
აქტივობა: კითხვა , ანალიზი.
მოსწავლეებმა წაიკთხეს მოთხრობა ,,შვლის ნუკრის ნაამბობი" .
კითხვა-ანალიზის შემდეგ, შეავსეს სქემები- ,,გამოხმაურება წაკითხულ ტექსტზე" და ,,მოვლენების ჯაჭვი".
29.11.2018. საკლუბო მუშაობის მეხუთე შეხვედრა.
თემა: ჯონათავ სვიფტის ,,გულივერის მოგზაურობა". (ნაწყვეტი)
აქტივობა: კითხვა , ანალიზი.
კითხვა- ანალიზის შემდეგ, მოსწავლეებმა შეავსეს ,,მოვლენების ჯაჭვი".
ბავშვებს ძალიან დააინტერესდათ, რა მოხდებოდა შემდეგში, ამიტომ გადაწყვიტეს, გაგრძელება სახლში წაიკითხონ.
06.12.2018. საკლუბო მუშაობის მეექვსე შეხვედრა.
თემა: ტარიელ ხავთასი ,, სპილო მოსწავლის ჩანთით."
აქტივობა: კითხვა ,ანალიზი.
მოსწავლეებს დაურიგდათ ფერადი წებოვანი ფურცლები და დაევალათ , წაკითხულის შემდეგ, ჩამოეწერათ სამ-სამი სიტყვა, რომლებიც , მათი აზრით, მნიშვნელოვანი იყო ტექსტის გასაგებად.
ამოწერილი სიტყვები თვითონვე წაიკითხეს და შეეცადნენ , დაესაბუთებინათ თუ რატომ ჩათვალეს ეს სიტყვები მნიშვნელოვნად.
ყველა ბავშვს ეწერა: ,,სპილო", ,,გოგონა", ხოლო მესამე სიტყვებში ლიდერობდა- ,,მეგობრობა".
ბავშვებს ძალიან მოეწონათ მოთხრობა, ამიტომ გადავწყვიტეთ, შემდეგ შეხვედრაზე შევქმნათ ნახატები ამ მოთხრობის სიუჯეტის მიხედვით.
13.12.2018. საკლუბო მუშაობის მეშვიდე შეხვედრა.
თემა: ტარიელ ხავთასის მოთხრობის ,, სპილო მოსწავლის ჩანთით" მიხედვით ნახათის შექმნა.
წინა შეხვედრაზე შევთანხმდი, შეგვექმნა ნახატები ტარიელ ხავთასის მოთხრობის ,, სპილო მოსწავლის ჩანთით" მიხედვით. ბავშვები ხალისით შეუდგნენ ხატვას. მუშაობის დასრულების შემდეგ, გააკეთეს პრეზენტაცია თავიანთი ნახატებისა. აღწერეს, თუ მოთხრობის რომელი ეპიზოდი დახატეს. შემდეგი შეხვედრისთვის შევარჩიეთ რევაზ ინანიშვილის საახალწლო მოთხრობა ,, ყინულის პაპის საჩუქარი". შევთანხმდით, ყველა ბავშვი წაიკითხავს მოთხრობას და შემდეგ შეხვედრაზე გვექნება განხილვა, ანალიზი.
20.12.2018. საკლუბო მუშაობის მერვე შეხვედრა.
თემა: რევაზ ინანიშვილი ,,პატარა ბიჭების ფიქრები"
27.12.2018. საკლუბო მუშაობის მეცხრე შეხვედრა.
თემა: იაკობ გოგებაშვილის ,, ცოტნე დადიანი".
მოსწავლეებმა ერთად წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის ,,ცოტნე დადიანი". კითხვა-ანალიზის შემდეგ, შეავსეს სქემები- ,,მოვლენათა ჯაჭვი" და ,,პერსონაჟის რუკა".
05.02.2019. საკლუბო მუშაობის მე-2 სემესტრის პირველი შეხვედრა.
თემა: იაკობ გოგებაშვილის ,, ჭკვიანი ძაღლი".- კითხვა-ანალიზი.
მოსწავლეები მოუთმენლად ელოდნენ საკლუბო მუშაობის გაგრძელებას.
შეხვედრა დავიწეთ განვლილი შეხვედრების გახსებებით, თუ რა წავიკითხეთ, რა ვისწავლეთ. როგორ ვმუშაობდით ტექსტებზე. რა მოგვეწონა. რას შევცვლიდით და ა.შ.
წავიკითხეთ იაკობ გოგებაშვილის ,, ჭკვიანი ძაღლი". გამოვყავით ძირითადი სიტყვები, ვიმუშავეთ პერსონაჟის რუკაზე.
19.02.2019. საკლუბო მუშაობის მე-2 სემესტრის მე-2 შეხვედრა.
თემა: ,, ალექსანდრე მაკედონელი" ( ნაწყვეტი). კითხვა ანალიზი.
05.03.2019: კლუბის ,, ჩვენ მკითხველები ვართ" მორიგი შეხვედრა.
თემა: რევაზ ინანიშვილის ,, დედა".
მოსწავლეებმა წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის მოთხრობა ,, დედა".
19.03.2019: კლუბის ,, ჩვენ მკითხველები ვართ" მორიგი შეხვედრა.
თემა: ,,ექვთიმე თაყაიშვილი." - ნაწყვეტი ( ,, საბავშვო კარუსელის" ბიბლიოთეკა - გამოჩენილ ადამიანთა ბიოგრაფიები. )
მოსწავლეებმა წაიკითხეს ნაწყვეტი. კითხვა-ანალიზის შემდეგ, დაახასიათეს ექვთიმე ზედსართავი სახელებით. იმსჯელეთ 1918 წლის მნიშვნელობაზე და ექვთიმეს ღვაწლზე.
02.04.2019: კლუბის ,, ჩვენ მკითხველები ვართ" მორიგი შეხვედრა.
თემა: ,,ექვთიმე თაყაიშვილი." - ნაწყვეტი ( ,, საბავშვო კარუსელის" ბიბლიოთეკა - გამოჩენილ ადამიანთა ბიოგრაფიები. ) კითხვა ანალიზი და ფილმის ყურება.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ნაწყვეტი. კითხვა-ანალიზის შემდეგ, შეავსეს მოვლენების რუკა და უყურეს ფილმს.
16.04.2019: კლუბის ,, ჩვენ მკითხველები ვართ" მორიგი შეხვედრა.
თემა: ,,ჩემი ქვეყნის ისტორია"-განხილვა და ,,მოსაწვევები მშობლებს".
სკოლის ბიბლიოტეკაში შევარჩიეთ სამტომეული- ,,ჩემი ქვეყნის ისტორია", რომელსაც წავიკითხავთ კლუბის მორიგ შეხვედრებზე.
სკოლის ბიბლიოტეკაში შევარჩიეთ სამტომეული- ,,ჩემი ქვეყნის ისტორია", რომელსაც წავიკითხავთ კლუბის მორიგ შეხვედრებზე.
მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცვნენ წიგნებს.ავტორი პატარებისათვის გასაგებ ენაზე, ზღაპრადნათქვამის მსგავსად მოგვითხრობს საქართველოს გმირულ წარსულსა და დიდ მამულიშვილებზე, საარაკო ბრძოლებსა და იმ საოცარ ამბებზე, რაც კი საქართველოს გადახდენია თავს.
ასევე, მორიგი შეხვედრისათვის, ბავშვებმა დაამზადეს მოსაწვევები მშობლებისათვის.
30.04.2019: კლუბის ,, ჩვენ მკითხველები ვართ" მორიგი შეხვედრა.
თემა: ,,ჩემი ქვეყნის ისტორია"- წმინდა ნინო და საქართველოს გაქრისტიანება.
შეხვედრაზე გვესტუმრნენ მშობლები და წაგვიკითხეს ჩვენ მიერ შერჩეული წიგნის ,,ჩვენი ქვეყნის ისტორია" ნაწყვეტი, სადაც აღწერილი იყო წმინდა ნინოს შემოსვლა და საქართველოს გაქრისტიანება.
მოსწავლეები და მშობლები ერთად ჩაერთვნენ წაკითხულის გაგება- გააზრებაში.
შეხვედრა ძალიან ხალისიანი, საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა.
შევთანხმდით, მსგავსი შეხვედრები ხშირად გავიმეოროთ.
შეხვედრაზე გვესტუმრნენ მშობლები და წაგვიკითხეს ჩვენ მიერ შერჩეული წიგნის ,,ჩვენი ქვეყნის ისტორია" ნაწყვეტი, სადაც აღწერილი იყო წმინდა ნინოს შემოსვლა და საქართველოს გაქრისტიანება.
მოსწავლეები და მშობლები ერთად ჩაერთვნენ წაკითხულის გაგება- გააზრებაში.
შეხვედრა ძალიან ხალისიანი, საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა.
შევთანხმდით, მსგავსი შეხვედრები ხშირად გავიმეოროთ.
14.05.2019: კლუბის ,, ჩვენ მკითხველები ვართ" მორიგი შეხვედრა
თემა: ,,ჩემი ქვეყნის ისტორია"- სულხან-საბა ორბელიანი.
ვაგრძელებთ სამტომეულის ,,ჩვენი ქვეყნის ისტორიის " კითხვას.
მოსწავლეები გაეცვნენ სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფიას- ცხოვრებას, შემოქმედებას და საზოგადო მოღვაწეობას. ასევე წაიკითხეს მისი იგავ- არაკები და დაწერეს ტესტები.
ვაგრძელებთ სამტომეულის ,,ჩვენი ქვეყნის ისტორიის " კითხვას.
მოსწავლეები გაეცვნენ სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფიას- ცხოვრებას, შემოქმედებას და საზოგადო მოღვაწეობას. ასევე წაიკითხეს მისი იგავ- არაკები და დაწერეს ტესტები.
28.05.2019: კლუბის ,, ჩვენ მკითხველები ვართ" მორიგი შეხვედრა
04.06.2019: კლუბის ,, ჩვენ მკითხველები ვართ" შემაჯამებელი შეხვედრა
თემა: რევაზ ინანიშვილის ,,მეფე ერეკლე და ანანურელი ულამაზოები"
მოსწავლეებმა მინი ჯიქსოუს მეთოდით წაიკითხეს მოთხრომა , უპასუხეს კითხვებს ტექსტის ირგვლივ და შეავსეს ,,მკითხველის დღიური".
შეხვედრის ბოლოს დაწერეს თავიანთი შთაბეჭდილებები -რა მიგვაქვს კლუბის შეხვედრიდან?
შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი- მომავალი წლიდან გავაგრძელოთ კლუბის მუშაობა.
მოსწავლეებმა მინი ჯიქსოუს მეთოდით წაიკითხეს მოთხრომა , უპასუხეს კითხვებს ტექსტის ირგვლივ და შეავსეს ,,მკითხველის დღიური".
შეხვედრის ბოლოს დაწერეს თავიანთი შთაბეჭდილებები -რა მიგვაქვს კლუბის შეხვედრიდან?
შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი- მომავალი წლიდან გავაგრძელოთ კლუბის მუშაობა.
Комментарии
Отправить комментарий