სოციალური პროექტი

                     სოციალური პროექტი - ,, მშობლები ჩვენს გვერდით"



პედაგოგი:  შორენა მჭედლიძე
კლასი:  III- IV - კლასები (კლასკომპლექტი)
პროექტის დასახელება-,, მშობლები ჩვებს გვერდით”

პროექტში მონაწილეობენ-  III- IV კლასების მოსწავლეები და მათი მშობლები
პროექტის აქტუალობა-რამდენიმე კვლევამ დაადგინა, რომ მშობლების ჩართულობა დადებითად მოქმედებს  მოსწავლეთა  მოტივაციის და აკადემიური მოსწრების ამაღლებაზე.
ასევე დადებითად აისახება ბავშვებზე , როდესაც მათი მშობლები ურთიერთობენ , მეგობრობენ ერთმანეთთან და მასწავლებელთან.
პროექტის მიზანი-მშობლების  როლის გააქტიურება სასკოლო ცხოვრებაში, მათი ჩართვა სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში, რაც ხელს შეუწყობს დაკარგული კავშირის გაძლიერებას მშობელსა  და სკოლას შორის. ეს თავისთავად გამოიწვევს მოსწავლეთა გააქტიურებას, გაზრდის მათ პასუხისმგებლობას და მოტივაციას.
 ქვეყნის ინტერესების, ტრადიციების და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება. ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება;
კომუნიკაცია -ინდივიდებთან და ჯგუფებთან.
პროექტის მუშაობის ვადები: 2019 წლის მაისი ( 3 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით.)
. განსახორციელებელი ამოცანები:
 1.მოვიწვიო მშობლების  სკოლაში და წავუკითხო ლექცია თემაზე: „ მშობლის როლი შვილის ცხოვრებაში―. უცილებელია  ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი ვილების ცხოვრებაში და განაკუთრებით მათ სკოლო ცხოვრებში, რომ მათი გააქტიურება პირველ რიგში ხელს შეუწყობს ბავშვის სოციალურ ინტეგრაციას, მეგობრების მიმართ, სკოლის მიმართ დადებითი განწყობის ჩამოყალიბებას,  გაზრდის სწავლის მოტივაციას, დაეხმარება მათი ინტელექტის ზრდას, რაც თავისთავად აისახებ იმაზე, რომ ისინი მიყალიბდებიან შემოქმედ დამიანებად, რომელებიც თავად შეძლებენ შექმნა ღირებულებები და არ იცხოვრო მხოლოდ არსებულის ხარჯზე, ჩამოყალიბდეს პასუხისმგებელ და აქტიურ მოქალაქედ.
2. შევთავაზო პროექტში მონაწილეობა . დავგეგმო პერიოდული შეხვედრები . მშობლებს შევთავაზო ბავშვების მონაწილეობით  მოამზადონ   სალათი, ნამცხვარი, ხელნაკეთი ნივთი, ნაქსოვი, ნაქარგი  და ა.შ (არჩევანი თავისუფალი იქნება. მშობლები თვითონ აირჩევენ  აქტივობას)
3.შევადგინოთ შეხვედრების განრიგი.
4. მოვახდინოთ შეხვედრების ფოტო გადაღება.  თითოეულ შეხვედრაზე  შევავსოთ შთაბეჭდილებების წიგნი. შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა გამოვაქვეყნოთ სოციალურ ქსელში და  საკუთარ ბლოგზე..
7.  მოსალოდნელი   შედეგები / პროდუქტები,   რაც   შეიძლება   შეიქმნა
        
·         მოსწავლეების და ასევე მშობლების მოტივაციისა და ნდობის გაზრდა;
·         მშობლების ჩართულობის გაზრდა საკოლო ცხოვრებაში;
·         ფოტო მასალა;
·         ჩანაწერები;                           
·         ფოტო სურათების გამოფენა;
·         პროექტის ბლოგი;


პროექტისთვის   საჭირო   ძირითადი   რესურსები :
                                   რვეული, ფორმატის ქაღალდი, მარკერები, ფერადი ფურცლები, ფოტო აპარატი
   მშობლების მიერ არჩეული აქტივობების მიხედვით-ცხელი წებო, კარდონის ქაღალდი, ძაფი, ყურძნის წვენი, ფქვილი , შაქარი, ყველი, კარაქი, ხილი)
            

დრო
მშობელი
მოსწავლე
თემა
საჭირო რესურსი
03.05.2019
ü   

პროექტის თემისა და მიზნის გაცნობა

10.05.2019
ü   
ü   
მშობლების მონაწილეობით ბავშვები შექმნიან ხელნაკეთ ნივთებს.
ცხელი წებო, კარდონის ქაღალდი, ძაფი
17.05.2019
ü   
ü   
მოსწავლეები მშობლების მონაწილეობით მოამზადებენ ხაჭაპურს, თათრას, გააფორმებენ ხილს.
ყურძნის წვენი, ფქვილი, შაქარი, ყველი, კარაქი.
24.05.2019
ü   
ü   
გავუზიარებთ ერთმანეთს  ემოციებს. გავაკეთებთ ფოტოების  პრეზენტაციას სლაიდშოუს დახმარებით, მასწავლებლები და მშობლები  შეავსებენ შთაბეჭდილების წიგნებს, შევქმნით  ბლოგს.
რვეული, მარკერები, ფურცლები,წებო, კომპიუტერი, პროექტორი.
                                                  

პრპექტის მსვლელობა მსვლელობა
03.05.2019. პირველ შეხვედრაზე მშობლებს მინი ლექციით ვესაუბრები მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობაზე. გავაცნობ პროექტის თემას და მიზნებს. შევთაბაზებ მასშსი მონაწილეობას.
10.05.2019.მეორე შეხვდრაზე მშობლები მოსწავლეების მონაწილეობით გააკეთებენ ხელნაკეთ ნივთებს. მოხდება შეხვედრის ფოტოგადაღება. მოსწავლეები და მშობლები გააკეთებენ  შეხვედრის წიგნში ჩანაწერებს.
17.05. 2019.მესამე შეხვედრაზე მშობლები მოსწავლეების დახმარებით მოამზადებენ თათარას, გამოაცხობენ ხაჭაპურს. გაუზიარეენ ერთმანეთს ემოციებს და შეავსებენ შთაბეჭდილებების წიგნს.
24.05.2019.მეოთხე, ბოლო შეხვედრისთვის PP-ს დახმარებით გავამზადებთ შეხვედრების ამსხველ ფოტოების  სლაიდშოუს. შევავსებთ შთაბეჭდილებების წიგნს. შევქმნი ბლოგს.
































სოციალური პროექტის რეფლექსია

სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლის ქართული ენისა და  ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი: შორენა მჭედლიძე

(პროექტის  დასახლება, მუშაობის პროგრამა, ხანგრძლივობა, შეხვედრების განრიგი და პროექტის მუშაობის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა/ განთავსებულია  შორენა მჭედლიძის ბლოგზე- https://shorenamchedlidze05.blogspot.com/2019/05/blog-post_24.html

პროექტის  დასახელება: ,,მშობლების ჩვენს გვერდით“
რამდენიმე კვლევამ დაადგინა, რომ მშობლების ჩართულობა დადებითად მოქმედებს  მოსწავლეთა  მოტივაციის და აკადემიური მოსწრების ამაღლებაზე. ამიტომ,  2018-2019  სასწავლო წლის მეორე სემესტრში დავგეგმე სოციალური პროექტი, რომლის მიზანი იყო მშობელთა როლის გააქტიურება სასკოლო ცხოვრებაში, რაც ხელს შეუწყობდა დაკარგული8 კავშირის გაძლიერებას მშობელსა და სკოლას შორის. ეს თავისთავად გამოიწვევდა მოსწავლეთა გააქტიურება და გაზრდიდა მათ პასუხილმგებლობასა და მოტივაციას. სამიზნე ჯგუფად შევარჩიე მე-3 მე-4 კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები. ( სულ- 5 მოსწავლე და 4 მშობელი.)
პროექტის მუშაობა გრძელდებო და სამი კვირის განმავლობაში ,2019 წლის 3 მაისიდან 2019 წლის 24 მაისამდე.
   პროექტი მდგომარეობდა შემდეგში-  მშობლები მოსწავლეების მონაწილეობით მოამზადებდნენ რაიმე დესერტს, ხელნაკეთ ნივთს ან სხვ.
შევიმუშავე გეგმა და მოვიწვიე მშობლები  შეხვედრაზე.
     პირველ შეხვედრაზე მშობლებს მინი ლექციით ვესაუბრე მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობაზე. გავაცანი პროექტის თემა და მიზნები. შევთავაზე მასში მონაწილეობა.  პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია მათში და ყველამ გამოთქვა მონაწილეობის მზაობა.  ერთმანეთის აზრის გათვალისწინებით, შევადგინეთ შეხვედრების განრიგი, და ავირჩიეთ განსახორციელებელი აქტივობები.  გეგმაში პროექტი გათვილი მქონდა ოთხ შეხვედრაზე, მაგრამ საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებით , მშობლებს უჭირდათ თავისუფალი დროის გამონახვა. გავითვალისწინეთ ერთმანეთის ინტერესები და  პროექტი, მხოლოდ სამ შეხვედრაზე  გავწერეთ.

.   მეორე შეხვდრაზე მშობლებმა  მოსწავლეების მონაწილეობით გააკეთეს  ხელნაკეთი  ნივთები ( სურათი, ყვავილი), გამოაცხეს ხაჭაპური, მოამზადეს თათარა და გააფორმეს ხილი. გაუზიარეეს ერთმანეთს ემოციები  და შეავსეს შთაბეჭდილებების წიგნი. მოვახდინეთ შეხვედრის ფოტო გადაღება.
   მესამე ,  ბოლო შეხვედრისთვის PP-ს დახმარებით გავამზადე შეხვედრების ამსხველი ფოტოების  სლაიდშოუ. შევავსეთ  შთაბეჭდილებების წიგნი. შევქმენით  ბლოგი.
    მშობლება აღნიშნეს, რომ ძალიან მოეწონათ პროექტი და გამოთქვეს მსგავს აქტივობებში მონაწილეობის   სურვილი 
    პროექტი საჭირო რესურსებით უზრუნველყვეს მშობლებმა.

სსიპ ქალაქ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი: შორენა მჭედლიძე.

2019 წელი.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

სამოდელო გაკვეთილები