წიგნის კლუბი - „ ჩვენ მკითხველები ვართ” დღეს , განვითარებული ტექ ნოლოგიების საუკუნეში , როცა ინფორმაციის მოძიება გაიოლებულია ინტერნეტის საშუალებით, ხდება წიგნთან გაუცხოვება, რაც დიდ პრობლემებს ქმნის არა მარტო სასწავლო პროცესში, არამედ ოჯახებშიც. იშვიათი გამონაკლისის გარდა, მოსწავლეთა უმრავლესობისთვის წიგნი და ზოგადად კითხვის პროცესი დიდ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. სწორედ, ამ სიძნელეების დასაძლევად, გადავწყვიტე III-IV კლასში ჩამომეყალიბებინა წიგნის კლუბი, რომლის მიზანიც იქნებოდა მოსწავლეებში წიგნის სიყვარულის გაღვივება, მისა დ მი ინტერესის გაზრდა, კითხვის , მოსმენისა და წაკითხულის გააზრების უნარების განვითარება და ზოგადად კითხვისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება, რაც შემდგომში მოსწავლეებს დაეხმარებათ შეძენილი უნარები გამოიყენონ პრაქტიკულად, ყოველდღიურ ურთიერთობებში. განაცხადი კლუბის შექმნის შესახებ სსიპ ხაშურის სოფე...
Комментарии
Отправить комментарий