სოციალური პროექტი - ,, მშობლები ჩვენს გვერდით" პედაგოგი : შორენა მჭედლიძე კლასი: III- IV - კლასები (კლასკომპლექტი) პროექტის დასახელება-, , მშობლები ჩვებს გვერდით” პროექტში მონაწილეობენ- III- IV კლასების მოსწავლეები და მათი მშობლები პროექტის აქტუალობა- რამდენიმე კვლევამ დაადგინა, რომ მშობლების ჩართულობა დადებითად მოქმედებს მოსწავლეთა მოტივაციის და აკადემიური მოსწრების ამაღლებაზე. ასევე დადებითად აისახება ბავშვებზე , როდესაც მათი მშობლები ურთიერთობენ , მეგობრობენ ერთმანეთთან და მასწავლებელთან. პროექტის მიზანი- მშობლების როლის გააქტიურება სასკოლო ცხოვრებაში , მათი ჩართვა სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში , რაც ხელს შეუწყობს დაკარგული კავშირის გაძლიერებას მშობელსა და სკოლას შორის . ეს თავისთავად გამოიწვევს მოსწავლეთა გააქტიურებას , გაზრ...