გრამატიკის წრე
ქართული გრამატიკის წრე.
წრე ემსახურება მოსწავლეებში ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის უნარ-ჩვევების განვითარება.
საწრეო მუშაობის მიზანი-
1. მოსწავლეებში გრამატიკული ცოდნის გაღრმავება ესგ-ს მიხედვით.
2. მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.
3. მოსწავლეებში სწორი წერითი და ზეპირი მეტყველების უნარების გამომუშავება.
საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა- 2018- 2019 სასწავლო წლის პირველი სემესტრი. კვირაში- 1 საათი.
2018 -2019 სასწავლო წლის მე-2 სემესტრში გადავწყვიტე მე-10 კლასებში ჩამომეყალიბებინა ქართული გრამატიკის წრე, რომლის მიზანი მოსწავლეებში ზეპირმეტყველების, კიტხვისა და წერის უნარ-ჩვევების განვითარება.
მიუხედავად იმისა, რომ მე- 10 კლასისი მოსწავლეებს ნასწავლი აქვთ მორფოლოგია და სინთაქსი, მაინც ვხვდებით სიძნელეებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. წინა კლასებში ნასწავლი, უკვე მივიწყებული საკითხებისათვის მხოლოდ გამეორება არ არის საკმარისი . პროგრამა იმდენად დიდია, რომ საგაკვეთილო პროცესში ვერ ვახერხებდით სრულყოფილად გახსენებას/სწავლას.
აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, მოსწავლეებთან ერთად შევარჩიე საწრეო მუშაობის თემატიკა.
იმისათვის, რომ მრავალფეროვანი, საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობა წარვმათო, დაგეგმილი მაქვს აქტივობები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მოეწონებათ მოსწავლეებს და აუმაღლებს მათ მოტივაციას, რაც მიმიყვანს. როგორც ესგ-ს, ასევე საწრეო მუშაობის გათვალისწინებულ შედეგზე.
საწრო მუშაობის პროგრამა
თვე და რიცხვი
|
სამუშაო პროგრამა
|
18.02.2019.
|
საწრეო მუშაობის მიზნების გაცნობა
|
25.02.2019.
|
მეტყველების ნაწილები
|
04.03.2019.
|
რიცხვითი სახელის მართლწერა.
|
18.03.2019
|
ნაცვალსახელი და მისი ჯგიფები. ნაცვალსაცელის მარტლწერასთან დაკავშირებული საკითხები.
|
25.03.2019
|
,,თავისი" თუ ,,მისი"?
|
01.042019.
|
კომპოზიტების მართლწერის საკითხები
|
08.04..2019.
|
რიცხვში მონაცვლე ზმნები.
|
15.04.2019
|
სხვათა სითყვის ნაწილაკები: -მეთქი; -თქო; -ო;
|
22.04.2019
|
ზმნისწინი ქართულში
|
06.05.2019
|
შემაჯამებელი შეხვედრა.
|
თემა: საწრეო მუშაობის მიზნების გაცნობა.
გავეცანით წრის მიზნებს, ამოცანებს. მოსწავლეებმა გამოთქვეს ვარაუდები, თუ რას ელიან საწრეო მუშაობისაგან. გავაკეთეთ სავარჯიშოები.
თემა: მეტყველების ნაწილები.
მოსწავლეებმა გაიხსენეს მეტყველების ნაწილები. შეასრულეს პრაქტიკული სამუშაოები.
მესამე შეხვედრა:04.03.2019.
თემა: რიცხვითი სახელის მართლწერა.
მოსწავლეებმა გაიხსენეს რიცხვითი სახელის მართლწერის საკითხები და შეასრულეს პრაქტიკული სამუშაოები.
მეოთხე შეხვედრა:18.03.2019.
თემა: ნაცვალსახელი.
მოსწავლეებმა გაიხსენეს ნაცვალსახელი და მისი ჯგიფები. იმუშავეს ნაცვალსაცელის მართლწერასთან დაკავშირებული საკითხებზე. შეასრულეს პრაქტიკული სამუშაოები.
მეხუთე შეხვედრა:25.03.2019.
თემა: ,, თვისი" თუ ,,მისი"?
მოსწავლეებმა შეასრულეს პრაქტიკული სამუშაოები. ივარჯიშეს წინადადებებში ნაცვალსახელებეის , ,, თვისი" და ,,მისი", გამოყენებაზე. რა შემთხვევაში იხმარება- ,, თავისი" და რა შემთხვევაში -,,მისი".
💚
მეექვსე შეხვედრა 01.04.2019.
თემა: კომპოზიტების მართლწერის საკითხები.
მოსწავლეებმა ივარჯიშეს კომპოზიტების მართლწერაზე. შეასრულეს პრაქტიკული სამუშაოები- გაუკეთეს ტექსტს რედაქტირება და დაახარისხეს ერთცნებიანი და ორცნებიანი კომპოზიტები.
თემა: რიცხვში მონაცვლე ზმნები.
მოსწავლეებმა გაიხსენეს რიცხვში მონაცვლე ზმნები და შეასრულეს პრაქტიკული სამუშაოები.
თემა: სხვათა სიტყვის ნაწილაკები: -მეტქი;- თქო; -ო;
ვივარჯიშეთ სხვათა სიტყვის ნაწილაკების მართლწერაში და გავუკეთეთ ტექსტს რედაქტირება.
მეცხრე შეხვედრა:.22. 04.2019.
თემა: ზმნისწინი ქართულში.
გავიხსენეთ ზმნისწინები ძველ და ახალ ქართულში, მათი მნიშვნელობა, ფუნქცია. ასევე, ვიმუშავეთ გა, ა და გან, აღ ზმნისწინების მართლწერის საკითხებზე. შევასრულეთ პრაქტიკული სამუშაოები.
მეათე შეხვედრა:.06.05.2019.
თემა: შემაჯამებელი შხვედრა. ( ტექსტის რედაქტირება)
მოსწავლეებმა შეაჯამეს წრის მუშაობა და იმუშავეს ტექსტის რედაქტირებაზე.
მოსწავლეთა შთბეჭდილებები
წრის წევრი რამაზ მჭედლიძე
გაერთიანებული ვიყავი ქართული გრამატიკის წრეში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქართულის მასწავლებელი შორენა მჭედლიძე. მეცადინეობა ძირითადად აგებული იყო პრაქტიკულ სავარჯიშოებზე. ვმეცადინეობით მართლწერის საკითხებზე. გავიხსენეთ ბევრი მივიწყებული და ვისწავლეთ ახალიც. წრე დაგვეხმარა გამოგვემუშავებინა სწორი ზეპირი და წერითი მეტყველების უნარები. ვთვლი , რომ მსგავსი წრეები ძალიან გვჭირდება მოსწავლეებს.
წრის წევრი სოსო გაჩეჩილაძე
მინდა გითხრათ, რომ თავიდან გრამატიკა ცოტა რთულად მეჩვენებოდა. მიჭირდა სწორად წერა. ვუშვებდი ბევრ შეცდომას. როდესაც მასწავლებელმა გვითხრა , რომ გრამატიკის წრეს აყალიბებდა, ძალიან გამეხარდა და მაშინვე გამოვთქვი გაწევრიანების სურვილი. შეხვედრებზე ვმუშაობდით ქართული მართლწერის საკითხებზე. მასწავლებელი გვიხსნიდა და გვასწავლიდა სწორად წერას. ვასრულებდით პრაქტიკუს სავარჯიშოებს. ვუკეთებდით ტექსტს რედაქტირებას, რაც ძალიან გვეხმარებოდა ცოდნის განმტკიცებაში.
ვთვლი, რომ წრე კარგ საქმეს აკეთებს და აუცილებლად უნდა გააგრძელოს მუშაობა.
საწრეო მუშაობის რეფლექსია.
სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი: შორენა მჭედლიძე
წრის დასახლება, მუშაობის პროგრამა, ხანგრძლივობა, შეხვედრების განრიგი და წრის მუშაობის ამსახველი ფოტო მასალა განთავსებულია შორენა მჭედლიძის ბლოგზე- https://shorenamchedlidze05.blogspot.com/2019/02/blog-post.html
წრის დასახელება: ქართული გრამატიკის წრე.
საწრეო მუშაობის მიზანი-
1. მოსწავლეებში გრამატიკული ცოდნის გაღრმავება ესგ-ს მიხედვით;
2. ქართული მრთლწერის საკითხების გამეორება სწავლა;
3. . მოსწავლეებში სწორი წერითი და ზეპირი მეტყველების უნარების გამომუშავება.
2018 -2019 სასწავლო წლის მე-2 სემესტრში გადავწყვიტე მე-10 კლასში ჩამომეყალიბებინა ქართული გრამატიკის წრე, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში სწორი ზეპირმეტყველებისა და წერის უნარ-ჩვევების განვითარება.
მიუხედავად იმისა, რომ მე- 10 კლასის მოსწავლეებს ნასწავლი აქვთ მორფოლოგია და სინტაქსი, მაინც ვაწყდებით სიძნელეებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. წინა კლასებში ნასწავლი, უკვე მივიწყებულის მხოლოდ გამეორება არ არის საკმარისი . პროგრამა იმდენად დიდია, რომ საგაკვეთილო პროცესში ვერ ვახერხებდით სრულყოფილად გახსენებას/სწავლას. ვაწყდებოდით სიძნელეებს მართლწერის საკითხებთნ, როგორც ზეპირ, ასევე წერით მეტყველებაში.
აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, მოსწავლეებთან ერთად შევარჩიე საწრეო მუშაობის თემატიკა-ქართული მართლწერის საკითხები.
იმისათვის, რომ მრავალფეროვანი, საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობა წარმემართა, დავგეგმე აქტივობები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მოეწონებათ მოსწავლეებს , გაუღრმავებს ცოდნას და აუმაღლებს მათ მოტივაციას, რაც მიმიყვანს. როგორც ესგ-ს, ასევე საწრეო მუშაობის გათვალისწინებულ შედეგზე.
დავდე ხელშეკრულება მშობლებთან.
საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა -2018-2019-წლის მეორე სემესტრი. კვირაში-1 საათი.
შეხვედრები დატვირთული იყო პრაქტიკული სამუშაოებით.
გავიხსენეთ მეტყველების ნაწილები. ვიმუშავეთ რიცხვითი სახელის, ნაცვალსახელის , რიცხვში მონაცვლე ზმნების, კომპოზიტების მართლწერაზე.
საწრეო მუშაობა დამეხმარა საგაკვეთილო პროცესში. გამიადვილა ესგ-ს მიზნიათ გათვალისწინებულ შედეგებზე გასვლა. გაზარდა მოტივაცია მოსწავლეებში, განუვუთარა მათ ურთიერთ თანამშრომლიბის გრძნოაბა, საშუალება მისცა წარმოეჩინათ თავიანთი შესაძლებლობები, გამოუმუშავა სწორი ზეპირი და წერითი მეტყველების კულტურა, ხელი შეუწყო ცოდნის ტრანსფერის უნარის განვითარებას.
მუშაობის პროცესში მომიწია გეგმით გათვალისწინებული შეხვედრის დროის გადანაცვლება. მოსწავლეებთან შევთანხმდი და გაცდენილი შეხვედრა ჩავატარეთ სხვა, ჩვენთვის ხელსაყრელ დღეს.
მთელი საწრეო მუშაობის განმავლოვაში მოსწავლეები იჩენდნენ განსაკუთრებულ ინტერესსა შრომისმოვარეობას. წრის მუშაობით კმაყოფილები იყვნენ მშობლებიც.
რაც ძალიან დიდი სტიმულის მომცემი იყო ჩემთვის.
დავრწმუნდი , რომ მსგავსი წრეების არსებობა აუცილებელია სკოლაში, განსაკუთრების მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის, რომელთაც წინ ეროვნული გამოცდები ელით.
მომავალშიც აუცილებლად ვიქნები ინიციატორი, სკოლაში იარსებოს ქართული გრამატიკის წრემ.
სსიპ ქალაქ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი: შორენა მჭედლიძე.
Комментарии
Отправить комментарий