წრე
გამომეტყველებითი კითხვის წრე სკოლაში
წრე ემსახურება მოსწავლეებში სწორი, გამომეტყველებითი კითხვის გაუმჯობესებას.
საწრეო მუშაობის მიზანი-
1. მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავება ესგ-ს მიხედვით. ფოკუსირებული სწავლა.
2. მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.
3. მოსწავლეებში სწორი მეტყველების უნარების გამომუშავება.
4. კითხვისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა- 2018- 2019 სასწავლო წლის პირველი სემესტრი. კვირაში- 1 საათი.
2018 -2019 სასწავლო წელს გადავწყვიტე III-IV კლასებში ჩამომეყალიბებინა გამომეტყველებითი კითხვის წრე, რომლის მიზანი მოსწავლეებში ზეპირი და კითხვითი კულტურის განვითარებაა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ კლასების ბავშვებს ნასწავლი აქვთ სასვენი ნიშნები, იციან თუ როგორ უნდა გამოიყენონ ისინი კითხვის დროს, შეუძლიათ მთავარი აზრისა და ძირითადი სიტყვის ამოცნობა, მაინც უჭირთ სწორად ზეპირი და კითხვითი მეტყველება.
თუ მოსწავლე ვერ იცავს მეტყველებაში მახვილს, ტონაციას, ტემპს, ტემბრს და საზოგადოდ, ხმის მოძრაობის აუცილებელ მოთხოვნებს, არ გამოკვეთს თავის დამოკიდებულებას ყველაფერ იმისადმი, რაც მოსაწონია ან დასაწუნია სათქმელ სიტყვაში, ვერ ახერხებს შეუხამოს მეტყველებას ჟესტ-მიმიკა, სათქმელის, წაკითხულის შინაარსი და ემოცია ბუნდოვანი ხდება.
აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, მოსწავლეებთან ერთად შევარჩიე საწრეო მუშაობის თემატიკა.
იმისათვის, რომ მრავალფეროვანი, საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობა წარვმათო, დაგეგმილი მაქვს აქტივობები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მოეწონებათ მოსწავლეებს და აუმაღლებს მათ მოტივაციას, რაც მიმიყვანს. როგორც ესგ-ს, ასევე საწრეო მუშაობის გათვალისწინებულ შედეგზე.
საწრო მუშაობის პროგრამა
თვე და რიცხვი
|
სამუშაო პროგრამა
|
26.10.2018
|
საწრეო მუშაობის მიზნების გაცნობა
|
02.11.2018
|
ზეპირი მეტყველების პრინციპები
|
09.11.2018
|
წინადადება შინაარსის მიხედვით.
|
16.11.2018
|
გრამატიკული პაუზა. პაუზა მძიმესთან, მრავალწერტილთან.
|
26.11.2018
|
ინტონაციაზე მუშაობა სასვენ ნიშნებთან.
|
03.12.2018
|
მთავარი სიტყვის ამოცნობა წინადადებაში.
|
07.12.2018
|
მიმიკა და ჟესტი
|
14.12.2018
|
სუნთქვა. დამატებითი სუნთქვის დაუფლება
|
24.12.2018
|
წარმოთქმის სისწორე.
|
28.12.2018
|
შემაჯამებელი.ტექსტის კითხვა.
|
თემა: საწრეო მუშაობის მიზნების გაცნობა.
დადებითი განწყობის შესაქმნელად, ჩავატარე აქტივობა.
წინასწარ გავამზადე ფურცლები მოსწავლეების სახელებით. დავურიგე ბავშვებს და მივეცი დავალება- დაეწერათ თითო დადებითი თვისება იმ მოსწავლეზე, რომლის სახელიც შეხვდებოდათ, გადაეკეცათ გარმონისებურად, რათა მათი დაწერილი დაფარულიყო და შემდეგ, გადაეცათ სხვა მოსწავლისთვის. თითოეულ ბავშვზე ყველა მოსწავლეს დაეწერა. და ბოლოს, წაეკითხათ ის ფურცელი, რომელზეც მისი სახელი ეწერა.
აქტივობა ძალიან სახალისო გამოდგა. ბავშვები დადებითად განეწყვნენ.
ამის შემდეგ , გავაცანი წრის მიზნები და ამოცანები.
იმისათვის, რომ მოსწავლეებს უკეთ გაეგოთ, თუ რას ემსახურებოდა ჩვენი წრის მუშაობა, წავაკითხე ორი ლექსი- ,,ლალი და მანანა" და ,,ტელეფონი". ბავშვები შეეცადნენ გადმოეცათ ლექსების ემოცია და სწორად წაეკითხათ სასვენი ნიშნები.
😊 😊
საწრეო მუშაობის რეფლექსია
2018-2019 სასწავლო წლის პირველ სემესტრში, III-IV კლასების ბაზაზე შევქმენი გამომეტყველებითი კითხვის წრე. რომლის მიზანი გამომეტყველებითი კითხვის ტექნიკის დაუფლებასთან ერთად, ცოდნის გაღრმავება და კითხვისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაა.
საწრეო მუშაობის პროგრამა მოსწავლეთა სურვილისა და ინტერესების გათვალისწინებით შევარჩიე. მთელი სემესტრის განმავლობაში მოსწავლეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულები მუშაობის პროცესში. დადებითი განწყობის შესაქმნელად, პირველი აქტივობა დავტვირთე სახალისო აქტივობებით, რამაც შედეგი გამოიღო. მოსწავლეები დადებითად განეწყვნენ და შემდეგ შეხვედრებს, ყოველთვის, მოუთმენლად ელოდნენ.
მუშაობის პროცესში მომიწია გეგმით გათვლილი შეხვედრის დროის გადანაცვლება. მოსწავლეებთან შეთანხმებით, გაცდენილი შეხვედრა ჩავატარეთ სხვა, ჩვენთვის ხელსაყრელ დღეს.
პირვველი შეხვედრა: 08.02.2019
თემა: საწრეო მუშაობის მიზნების გაცნობა
მოსწავლეები გაეცნენ საწრეო მუშაობის თემას და ამოცანებს. გამოთქვეს საკუთარი აზრი.თემაზე სამუშაოდ შეირჩა პატრიოტული ლირიკა. დადებითი განწყობის შესაქმნელად, მოსწავლეები შეეცადნენ დაეხასიათებინათ თავიანთი სამშობლო.
მეორე შეხვედრა: 15.02.2019
თემა: მხატვრული წერა.
ვსწავლობთ ასოების მხატვრულ წერას.
მესამე შეხვედრა: 22.02.2019
თემა:
მეოთხე შეხვედრა: 01.03.2019
თემა: მაყვალა მრელაშვილის ლექსი - ,, ყველაზე ლამაზო."
3 მარტთან დაკავშირებით, ვიმუშავეთ მაყვალა მრელაშვილის ლექსზე- ,, ყველაზე ლამაზო" .
მოსწავლეებმა თაბახის ფურცლებზე დაუწერეს დედებს ლექსი, გააფორმეს და შეეცადნენ სწორი გამომეტყველებით წაეკითხათ .
ასევე, შეეცადნენ თითო წინადადებით გამოეხატათ დედის უსაზღვრო სიყვარული.
მეხუთე შეხვედრა: 15.03.2019
თემა: მაყვალა მრელაშვილის ლექსი - ,, ყველაზე ლამაზო."
თემა: პოეზიის საღამო. ( ლექსები დედაზე, ქალზე.)
მოსწავლეები წინასწარ მოემზადნენ- გაიხსენეს, ისწავლეს ლექსები დედაზე, ქალზე და ნასწავლი სტრატეგიების გამოყენებით წაიკითხეს წრის შეხვედრაზე
მეექვსე შეხვედრა: 22.03.2019
თემა: ქართული ანდაზები
მოსწავლეებმა გაიხსენეს ნასწალი ანდაზები . ჩამოწერეს ფერად ფურცლებზე და განმარტეს მათი დედააზრი.
მეშვიდე შეხვედრა: 29.03.2019
თემა: კედლის გაზეთი-,,ქართული ანდაზები"
გავაგრძელეთ წინა შეხვედრის თემა და ერთობლივი მუშაობით შევქმებით კედლის გაზეთი.
მერვე შეხვედრა: 05.04.2019
თემა: პატარა წიგნი-.,, ჩემი საყვარელი ლექსები."
მოსწავლეებმა იმუშავეს პატარა წიგნის შექმნაზე. გააფორმეს ყდა. გაამზადეს შიგა ფურცლები და შევთანხმდით, შიგ ჩაწერენ თავიანთ საყვარელ ლექსებს, რომლებსაც წაიკითხავენ მორიგი წრის შეხვედრაზე.
მეცხრე შეხვედრა:12.04.2019
თემა: ილია ჭავჭავაძე-,,კაცად მაშინ ხარ საქები"
ამის შემდეგ , გავაცანი წრის მიზნები და ამოცანები.
იმისათვის, რომ მოსწავლეებს უკეთ გაეგოთ, თუ რას ემსახურებოდა ჩვენი წრის მუშაობა, წავაკითხე ორი ლექსი- ,,ლალი და მანანა" და ,,ტელეფონი". ბავშვები შეეცადნენ გადმოეცათ ლექსების ემოცია და სწორად წაეკითხათ სასვენი ნიშნები.
მეორე შეხვედრა: 02.11.2018.
თემა: ზეპირი მეტყველების პრინციპები.
გავეცანით ზეპირი მეტყველების პრინციპებს. დისკუსიის საშუალებით გამოვყავით- რისი ცოდნა და გათვალისწინებაა საჭირო სწორი და გამომეტყველებითი კითხვისათვის. გავამახვილეთ ყურადღება სასვენ ნიშნებზე, ემოციზე, ჟესტიკულაციაზე და ა.შ. ჩავატარეთ აქტივობა-,,კარნახით წერა". გადავამოწმეთ , რამდენად სწორად დაწერეს სასვენი ნიშნები. შემდეგ, იგივე ტექსტი წავიკითხეთ. მოსწავლეები შეეცადნენ, გადმოეცათ ემოცია და შესაბამისი ინტონაციით წაეკითხათ სასვენი ნიშნები.
მესამე შეხვედრა: 09.11.2018
თემა: წინადადება შინაარსის მიხედვით.
თემის განხილვის შემდეგ, შესრულდა პრაქტიკული სამუშაოები.
მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთვნენ აქტივობებში.
მეოთხე შეხვედრა: 19.11.2018
თემა: გრამატიკული პაუზა. პაუზა მძიმესთან, მრავალწერტილთან.
სამუშაო პროგრამის მიხედვით, საწრეო მუშაობის მესამე შეხვედრა უნდა შემდგარიყო 16.11.2018 -ში, მაგრამ ამ დღეს სკოლაში ჩატარდა საშემოდგომო ზეიმი, რომელშიც წრეში გაწევრიანებული ბავშვებიც მონაწილეობდნენ.
ამიტომ, შევთანხმდით და შეხვედრა გადავიტანეთ 19 ნოემბრისათვის.
თემაზე სამუშაოდ, ავირჩიეთ ზღაპარი ,,ჯადოსნური ქოთანი".
შეხვედრა საინტერესო და შედეგიანი იყო.
მეხუთე შეხვედრა: 26.11.2018
თემა: ინტონაციაზე მუშაობა სასვენ ნიშნებთან.
თემაზე მუშაობა გავაგრძელეთ ნაცნობი ზღაპარის ,, მხიარული ქოთანი" კითხვით.
შეხვედრა დავიწყეთ მინი ლექციით. მოსწავლეებს განვუმატე , თუ როგორი ინტონაციით უნდა წავიკითხოთ ესა თუ ის სასვენი ნიშნი.
შემდეგ გვქონდა პრაქტიკული სავარჯიშოები-
1. წინასწარ შერჩეული ტექსტის წაკითხვა შესაბამისი ინტონაციით.
2. შინაარსის მიხედვით, სხვადასხავა ტიპის წინადადებების შედგენა .
მეექვსე შეხვედრა: 03.12.2018
თემა: მთავარი სიტყვის ამოცნობა წინადადებაში.
თემაზე სამუშაოდ ავირჩიეთ ქართული ხალხური ზღაპარი ,,მეჩონგურე", რომელიც მეოთხე კლასელებს ნასწავლი ჰქონდათ.
ვიფიქრე, ნაცნობი ტექსტი ბავშვებს გაუადვილებდა მთავარი სიტყვის ამოცნობას.
მინი ლექციის შემდეგ, ვიმუშავეთ დაფაზე და თეთრ ფურცლებზე. ინდივიდუალურად დავამუშავეთ წინადადებები ზღაპრიდან .
შეხვედრა ხალისიანი და შედეგიანი იყო.
მეშვიდე შეხვედრა: 07.12.2018
თემა: მიმიკა და ჟესტი.
თემაზე სამუშაოდ ავირჩიეთ ვასილ გულეურის ლექსი ,,ტელეფონი".
მინი ლექსიის შემდეგ, თუ როგორ უნდა გამოვხატოთ ტექსტის შინაარსი მიმიკითა და ჟესტით, მოსწავლეებს ინდივიდუალურად დაურიგდათ ამობეჭდილი ლექსები. მიეცათ ათი წუთი, წაეკითხათ და გამოერკვით მისი შინაარსი, ინტონაცია, განწობა..
შემდეგ, ინდივიდუალურად, ხმამაღლა წაიკითხეს ლექსი შესაბამისი მიმიკითა და ჟესტით ( შეძლებისდაგვარად).
მოსწავლეები მასწავლებლისგან იღებდნენ შესაბამის რჩევებსა და მითითებებს.
ლექსისი შინაარსმა ბავშვები სახალისო განწყობაზე დააყენა და გადაწყვიტეს ლექსის პატარა ილუსტრაცია გაეფერადებინათ და გაეფორმებინათ ფერებით.
p.s. დღეს მოსწავლეებმა საკლასო ოთახი შეამზადეს ზამთრისთვის. ფანჯრები გააფორმეს ფიფქებითა და თოვლის ბაბუით. მათი თხოვნით, ლექსები წავიკითხეთ ფანჯარასთნ, რათა ზამთრის მოლოდინის განწყობა, რომელიც მათ აქვთ, სურათებში გამოჩენილიყო. 😊😊
😊 😊
მერვე შეხვედრა: 14.12.2018
თემა: სუნთქვა. დამატებითი სუნთქვის დაუფლება.
თემაზე სამუშაოდ ავირჩიეთ ენის გასატეხები- ,, ხევ-ხევ ხერხი მიცუხცუხებს, აცახცახებს ვერხვებს, მუხებს", ,, ჩინელებმა ჩინეთიდან ჩაი ჩამოიტანეს, ჩაიდანში ჩაყარეს, ჩაადუღეს, ჩაყლაპეს"
,, ჩემი ჩიტი, ჩობრა ჩიტი
შენსა ჩიტსა, ჩობრა ჩიტსა,
რას ერჩოდა, რას ებრძოდა?
რას ეჩობრაჩითებოდა?"
მოსწავლეები შეეცადნენ, ჯერ ერთი ამოსუნთქვის წაეკითხათ. ხოლო შემდეგ დამათებით სუნთქვაზე ვიმუშავეთ.
შეხვედრა სახალისო და შედეგიანი იყო.
მეცხრე შეხვედრა: 24.12.2018
თემა: წარმოთქმის სისწორე.
შეხვედრაზე გავაგრძელეთ ენის გასატეხებზე მუშაობა . ვივარჯიშეთ სიტყვების სწორად წარმოთქმაში.
შეხვედრა სახალისო და ,ვფიქრობ, ნაყოფიერი იყო.
მეათე შეხვედრა: 28.12.2018
თემა: შემაჯამებელი შეხვედრა.
გავაკეთეთ ჩარჩო და გამოვფინეთ რამდენიმე ფოტო წინა შეხვედრებიდან.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და შეეცადნენ, კითხვის დროს გამოეყენებინათ ნასწავლი სტრატეგიები. . შეხვედრის ბოლოს, დავემშვიდობეთ ერთმანეთს, ვუსურვეთ ბედნიერი ახალი წელი და შევთანხმდით, ახალი სემესტრიდან ახალ წრეზე ვიმუშაოთ.
საწრეო მუშაობის რეფლექსია
საწრეო მუშაობის მიზანი-
1. მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავება ესგ-ს მიხედვით. ფოკუსირებული სწავლა.
2. მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.
3. მოსწავლეებში სწორი მეტყველების უნარების გამომუშავება.
4. კითხვისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
ბება.
2018-2019 სასწავლო წლის პირველ სემესტრში, III-IV კლასების ბაზაზე შევქმენი გამომეტყველებითი კითხვის წრე. რომლის მიზანი გამომეტყველებითი კითხვის ტექნიკის დაუფლებასთან ერთად, ცოდნის გაღრმავება და კითხვისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაა.
საწრეო მუშაობის პროგრამა მოსწავლეთა სურვილისა და ინტერესების გათვალისწინებით შევარჩიე. მთელი სემესტრის განმავლობაში მოსწავლეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულები მუშაობის პროცესში. დადებითი განწყობის შესაქმნელად, პირველი აქტივობა დავტვირთე სახალისო აქტივობებით, რამაც შედეგი გამოიღო. მოსწავლეები დადებითად განეწყვნენ და შემდეგ შეხვედრებს, ყოველთვის, მოუთმენლად ელოდნენ.
თემზე სამუშაოდ ვირჩევდი მარტივ და სახალისო ტექსტებს. თითო შეხვედრაზე ვამუშავებდით გამომეტყველებითი კითხვისათვის საჭირო თითო უნარს. მოსწავლეებს ვაძლევი საშუალებას, თვითონ ყოფილივნენ ერთმანეთის შემფასებლები, თუ რმდენად სწორად ეუფლებოდნენ საჭირო უნარებს. ეს ყოველივე დამეხმარა კითხვისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში, რაც საწრეო მუშაობის ერთ-ერთი მიზანი იყო.
იმისათვის რომ გავსულიყავი საწრეო მუშაობის მიზნით გათვალისწინებულ შედეგზე აღნიშნულ ტექსტებს ვამუშავებდით, ვაანალიზებდით. მაგალითად: რა შინაარსის იყო ტექსტი, როგორ განწყობაზე გვაყენებდა წაკითხულის შინაარსი,, რა ტიპის წინადადებებისგან შედებოდა იგი და ა.შ. ამასთან ერთად ვმუშაობდით სასვენ ნიშნებზე, , თუ როგორი ინტონაციითა და პაუზით უნდა წაიკითხოს ესა თუ ის სასვენი ნიშანი. გამოვყოფდით წინადადებაში მთავარ სიტყვას. დავამუშავეთ მიმიკა და ჟესტი ტექსტის შინაარსის გადმოსაცემად. ასევე, ვვარჯიშობდით დამატებითი სუნთქვის გამომუშავებაში და სითყვების სწორად წარმოთქმაში.
იმისათვის რომ გავსულიყავი საწრეო მუშაობის მიზნით გათვალისწინებულ შედეგზე აღნიშნულ ტექსტებს ვამუშავებდით, ვაანალიზებდით. მაგალითად: რა შინაარსის იყო ტექსტი, როგორ განწყობაზე გვაყენებდა წაკითხულის შინაარსი,, რა ტიპის წინადადებებისგან შედებოდა იგი და ა.შ. ამასთან ერთად ვმუშაობდით სასვენ ნიშნებზე, , თუ როგორი ინტონაციითა და პაუზით უნდა წაიკითხოს ესა თუ ის სასვენი ნიშანი. გამოვყოფდით წინადადებაში მთავარ სიტყვას. დავამუშავეთ მიმიკა და ჟესტი ტექსტის შინაარსის გადმოსაცემად. ასევე, ვვარჯიშობდით დამატებითი სუნთქვის გამომუშავებაში და სითყვების სწორად წარმოთქმაში.
მუშაობის პროცესში მომიწია გეგმით გათვლილი შეხვედრის დროის გადანაცვლება. მოსწავლეებთან შეთანხმებით, გაცდენილი შეხვედრა ჩავატარეთ სხვა, ჩვენთვის ხელსაყრელ დღეს.
მთელი საწრეო მუშაობის განმავლობაში, მოსწავლეები იჩენდნენ განსაკუთრებულ შრომისმოყვარეობას. მათ კარგად აითვისეს მიმიკა და ჯესტი, ინტონაცია, ხოლო რაც შეეხება , დამატებით სუნტქვას და წინადადებაში მთავარი სიტყვის ამოცნობას, კიდევ მაქვს სამუშაო მათთან, რასაც, აუცილებლად, გავაგრძელებ.
საწრეო მუშაობა დამეხმარა საგაკვეთილო პროცესშიც. გამიადვილდა ესგ-ს მიზნით გათვალისწინებულ შედეგზე გასვლა. წრის მუშაობით კმაყოფილები იყვნენ მშობლებიც.
საწრეო მუშაობა დამეხმარა საგაკვეთილო პროცესშიც. გამიადვილდა ესგ-ს მიზნით გათვალისწინებულ შედეგზე გასვლა. წრის მუშაობით კმაყოფილები იყვნენ მშობლებიც.
მოსწავლეებსა და მათ მშობლებს აქვთ სურვილი მომდევნო სემესტრში განმეორდეს მაგავსი ხასიათის აქტივობა.
ვფიქრობ, მომდევნო სემესტრშიც მივმართო აღნიშნული სახის ღონისძიებას.
სსიპ ქალაქ მუნიციპალითეტის სოფელ სატივის
საჯარო სკოლის
უფროსი მასწავლებელი: შორენა მჭედლიძე
2018 წელი
II-სემესტრი
II-სემესტრი
გამომეტყველებითი კითხვის წრე სკოლაში
წრე ემსახურება მოსწავლეებში სწორი, გამომეტყველებითი კითხვის გაუმჯობესებას.
საწრეო მუშაობის მიზანი-
1. მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავება ესგ-ს მიხედვით. ფოკუსირებული სწავლა.
2. მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.
3. მოსწავლეებში სწორი მეტყველების უნარების გამომუშავება.
4. კითხვისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა- 2018- 2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრი. კვირაში- 1 საათი.
2018 -2019 სასწავლო წელს გადავწყვიტე III-IV კლასებში ჩამომეყალიბებინა გამომეტყველებითი კითხვის წრე, რომლის მიზანი მოსწავლეებში ზეპირი და კითხვითი კულტურის განვითარებაა.
წრემ იფუნქციონირა 2018-2019 სასწავლო წლის პირველ სემესტრში. შეხვედრებზე ვმუშაობდით შემდეგ თემებზე: ზეპირი მეტყველების პრინციპები, წინადადება შინაარსის მიხედვით, გრამატიკული პაუზა მძიმესთან, მრავალწერტილთან, ინტონაცია სასვენ ნიშნებთან, მთავარი სიტყვის ამოცნობა წინადადებაში, მიმიკა და ჯესტი, დამატებითი სუნთქვის დაუფლება, წარმოთქმის სისწორე.
იმისათვის რომ მოსწავლეებში განვამტკიცო წრეზე ნასწავლი -სწორი და გამომეტყველებითი კითხვისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, მშობლებისა და ბავშვების სურვილის გათვალისწინებით, გადავწყვიტე , გავაგრძელო მეორე სემესტრში საწრეო მუშაობა.

იგავის წაკითხვა. ,, სოფლის მაშენებლები", ,,მგელი და კრავი".
| |
მიმიკა-ჯესტიკულაციით სიტყვების გამოცნობა.
| |
გიორგი ლეონიძის შემოქმედება
| |
ქართული გამოცანები
|
მოსწავლეები გაეცნენ საწრეო მუშაობის თემას და ამოცანებს. გამოთქვეს საკუთარი აზრი.თემაზე სამუშაოდ შეირჩა პატრიოტული ლირიკა. დადებითი განწყობის შესაქმნელად, მოსწავლეები შეეცადნენ დაეხასიათებინათ თავიანთი სამშობლო.
მეორე შეხვედრა: 15.02.2019
თემა: მხატვრული წერა.
ვსწავლობთ ასოების მხატვრულ წერას.
თემა:
მეოთხე შეხვედრა: 01.03.2019
თემა: მაყვალა მრელაშვილის ლექსი - ,, ყველაზე ლამაზო."
3 მარტთან დაკავშირებით, ვიმუშავეთ მაყვალა მრელაშვილის ლექსზე- ,, ყველაზე ლამაზო" .
მოსწავლეებმა თაბახის ფურცლებზე დაუწერეს დედებს ლექსი, გააფორმეს და შეეცადნენ სწორი გამომეტყველებით წაეკითხათ .
ასევე, შეეცადნენ თითო წინადადებით გამოეხატათ დედის უსაზღვრო სიყვარული.
მეხუთე შეხვედრა: 15.03.2019
თემა: მაყვალა მრელაშვილის ლექსი - ,, ყველაზე ლამაზო."
თემა: პოეზიის საღამო. ( ლექსები დედაზე, ქალზე.)
მოსწავლეები წინასწარ მოემზადნენ- გაიხსენეს, ისწავლეს ლექსები დედაზე, ქალზე და ნასწავლი სტრატეგიების გამოყენებით წაიკითხეს წრის შეხვედრაზე
თემა: ქართული ანდაზები
მოსწავლეებმა გაიხსენეს ნასწალი ანდაზები . ჩამოწერეს ფერად ფურცლებზე და განმარტეს მათი დედააზრი.
მეშვიდე შეხვედრა: 29.03.2019
თემა: კედლის გაზეთი-,,ქართული ანდაზები"
გავაგრძელეთ წინა შეხვედრის თემა და ერთობლივი მუშაობით შევქმებით კედლის გაზეთი.
მერვე შეხვედრა: 05.04.2019
თემა: პატარა წიგნი-.,, ჩემი საყვარელი ლექსები."
მოსწავლეებმა იმუშავეს პატარა წიგნის შექმნაზე. გააფორმეს ყდა. გაამზადეს შიგა ფურცლები და შევთანხმდით, შიგ ჩაწერენ თავიანთ საყვარელ ლექსებს, რომლებსაც წაიკითხავენ მორიგი წრის შეხვედრაზე.
თემა: ილია ჭავჭავაძე-,,კაცად მაშინ ხარ საქები"
მოსწავლეებმა წარმოადგინეს დასრულებული პატარა წიგნები - ,,ჩემი საყვარელი ლექსები"და წაიკითხეს ინდივიდუალურად.
ასევე, წაიკითხეს ილია ჭავჭავაძის ლექსი-,, კაცად .მაშინ ხარ საქები." კითხვა - ანალიზის შემდეგ, ლექსისი პირველი სტროფი დავწერეთ ფორმატის ფურცელზე გამოვაკარით კლასში, რათა ყოველდღე შეგვახსენოს- ვაკეთოთ სიკეთე.
მეათე შეხვედრა: 22.04.2019
თემა: ანა კალანდაძე- ,,მოდიოდა ნინო მთებით".
თემა: ანა კალანდაძე- ,,მოდიოდა ნინო მთებით".
მოსწავლეებმა გაიხსენეს ქართველა განმანათლებელი და მოციქულთა სწორი წმინდა ნინო, მისი შემოსვლა და ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში. წაიკითხეს ანა კალანდაძის ლექსი - ,,მოდიოდა ნინო მთებით" და იმუშავეს გამომეტყველებითი კითხვის სტრატეგიებზე.
(p.s. შეხვედრა უნდა გამართულიყო 19.04.2019-ში, მაგრამ ,ვინაიდან წრის წევრების უმრავლესობა ვერ ახერხებდა მოსვლას,გაიმართა 22.04.2019-ში.)
თემა: ინტონაცია, მიმიკა, ჯესტი. ვაჟა ფშაველას ,, ია"
(p.s. შეხვედრა უნდა გამართულიყო 19.04.2019-ში, მაგრამ ,ვინაიდან წრის წევრების უმრავლესობა ვერ ახერხებდა მოსვლას,გაიმართა 22.04.2019-ში.)
მეთერთმეტე შეხვედრა: 03.05.2019
თემა: ინტონაცია, მიმიკა, ჯესტი. ვაჟა ფშაველას ,, ია"
მოსწავლეებმა გაიხსენეს გამომეტყველებითი კითხვის სტრატეგიაბი- ინტონაცია, მიმიკა ჯესტი. ივარჯიშეს ენის გასატეხებზე. წაიკითხეს ვაჟა-ფშაველას მოთხრობა ,,ია". ჩაინიშნეს, რომელმა რა შეცდომა დაუშვა. შეაფასეს ერთმანეთი და მისცეს მითითებები.
იმისათვის, რომ უკეთ გაგვეგო, თუ რა მნიშვნელობა აქვს ინტონაციას, მიმიკას და ჯესტიკულაციას შინაარსის გადმოსაცემად, ჩავატარეთ სახალისო აქტივობა-გავითამაშეთ სიტუაციები, როდესაც მიმიკა , ინტონაცია და ჯესტი შინაარსის შეუსაბამოდ გამოვიყენეთ. აქტივობა ძალიან სახალისო და ეფექტური აღმოჩნდა.
მეთორმეტე შეხვედრა: 10.05.2019
თემა: იგავის წაკითხვა. ,,სოფლის მაშენებლები", ,, მგელი და კრავი".
მოსწავლეებმა წაიკითხეს იგავები ,, სოფლის მაშენებლები" და ,,მგელი და კრავი" და განასახიერეს. ასევე, უყურეს წაკითხული იგავების მიხედვით გადაღებულ მულტფილმებს, იმსჯელეს მულტფილმებისა და იგავების მსგავსება განსხვავებებზე.
მეცამეტე შეხვედრა: 17.05.2019
თემა: მიმიკა-ჯესტიკულაცით სიტყვების გამოცნობა.
ფურცლებზე ჩამოვწერეთ არსებითი სახელები, დავკეცეთ ისე, რომ წაკითხვა შეუძლებელი ყოფილიყო. მოსწავლეები სათითაოდ იღებდნენ და უსიტყვოდ, მიმიკისა და ჯესტების ენით ცდილობდნენ იმ სიტყვის ახსნას, რომელიც ფურცელზე ეწერა.
აქტივობა ძალიან სახალისო და ეფექტური აღმოჩნდა.
მეთოთხმეტე შეხვედრა: 24.05.2019
გიორგი ლეონიძის შემოქმედება.
მეთხუთმეტე შეხვედრა: 31.05.2019
თემა: ქართული გამოცანები
იმისათვის, რომ უკეთ გაგვეგო, თუ რა მნიშვნელობა აქვს ინტონაციას, მიმიკას და ჯესტიკულაციას შინაარსის გადმოსაცემად, ჩავატარეთ სახალისო აქტივობა-გავითამაშეთ სიტუაციები, როდესაც მიმიკა , ინტონაცია და ჯესტი შინაარსის შეუსაბამოდ გამოვიყენეთ. აქტივობა ძალიან სახალისო და ეფექტური აღმოჩნდა.
მეთორმეტე შეხვედრა: 10.05.2019
თემა: იგავის წაკითხვა. ,,სოფლის მაშენებლები", ,, მგელი და კრავი".
თემა: მიმიკა-ჯესტიკულაცით სიტყვების გამოცნობა.
ფურცლებზე ჩამოვწერეთ არსებითი სახელები, დავკეცეთ ისე, რომ წაკითხვა შეუძლებელი ყოფილიყო. მოსწავლეები სათითაოდ იღებდნენ და უსიტყვოდ, მიმიკისა და ჯესტების ენით ცდილობდნენ იმ სიტყვის ახსნას, რომელიც ფურცელზე ეწერა.
აქტივობა ძალიან სახალისო და ეფექტური აღმოჩნდა.
მეთოთხმეტე შეხვედრა: 24.05.2019
გიორგი ლეონიძის შემოქმედება.
მეთხუთმეტე შეხვედრა: 31.05.2019
თემა: ქართული გამოცანები
Комментарии
Отправить комментарий