სასწავლო პროექტი

სასწავლო პროექტის გეგმა
1. პროექტის სახელწოდება: ,, ერთიანი ენა, ერთიანი რწმენა, ერთიანი მამული.“
2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა მასწავლებლებისა და მშობლების თანადგომითა და დახმარებით, გააცოოცხლონ და წარმოგვიდგინონ საქართველოს წარსული, მისი აღმავლობა და დაღმავლობა, ქართველთა სულისკვეთება, ენის, რწმენისა და მამულის ერთიანობა.
3. პროექტის აქტუალობა: თემა აქტუალურია. დღევანდელი თობა ვალდებულია გაეცნოს საკუთრი სამშობლოს მდიდარ ისტორიას, მის სულიერ ღირებულებებსა და ფასეულობებს, რათა მათ გულებში გაღვივდეს პატრიოტიზმის ნაკვერჩხალი.
4. პროექტის მიზანი.:
Ø მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავება ესგ-ს მიხედვით. ფოკუსირებული სწავლა.
Ø საქართველოს ისტორიის, კულტირის , ტრადიციების, ფოლკლორის პატივისცემის გაღრმავება.
Ø ისტორიული ეპოქის მახასიათებლების (სოციალურ-კულტურული განვითარება, რელიგია და მსოფლმხედველობა, სახელმწიფოებრივი განვითარება და პოლიტიკა) გამოყოფა, ეპოქის უნიკალურობის ჩვენება;
Ø ქვეყნის წარსულის, აწმყოსა და მომავლის ერთიან კონტექსტში გააზრება;
Ø ქართველი მწერლების პატრიოტული შემოქმედების განხილვა/ სწავლა.
Ø მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.
Ø მოსწავლეებში სწორი მეტყველების უნარების გამომუშავება.
Ø კითხვისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
Ø კვლევა-ძიებისა და თანამშრომლობითი უნარის განვითარება;
Ø ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და შეძენილი ცოდნის ტრანსფერი.
Ø პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე;
5. მოსწავლეთა ასაკი: 7/18
6. ვადები/ ხანგრძლივობა: 5 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მასწავლებლებთნ ერთად მოიძიებენ ინფორმაციას, თემის შესაბამის ლიტერატურას- ლექსებს, მოთხრობებს, ციტატებს. დაიწერება პროგრამა. შეიქმნება რესურსები. ჩტარდება ღონისძიება, რომელსაც დაესწრებიან: სკლის მასწავლებლები, მოსწავლეთ მშობლები და მოწვეული სტუმრები ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან და საქართველოს პარლამენთის ბიბლიოთეკიდან. მოხდება ღონისძიების ფოტო/ ვიდეო გადაღება, რომელიც გამოქვეყნდება ბლოგზე.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ციფრული ფოტოაპარატი, ციფრული ვიდეოკამერა, კომპიუტერი, დინამიკები, ფერადი ფურცლები, თაბახის ფურცლები, ცხელი წებო, დიდი კარდონის ქაღალდები, შპალერი,ფორმატის ფურცლები, გუაშები, ფუნჯები, მარკერებიჭიკარტები.
9. პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები):
Ø პროექტის იდეის, მიზნებისა და ვადების გაცნობა;
Ø მოსწავლეებთან და მასწავლებლებთნ ერთად პროექტის გეგმის შემუშავება;
Ø ჯდიფებად დაყოფა და დავალებების გადანაწილება;
Ø კონკრეტული დავალების შესაბამის ვადებში შესრულება;
Ø ჯგუფების ეტაპობრივი შემოწმება. შესრულებული დავალებების ანალიზი, დისკუსია და დამატებითი მითითებების , რჩევების მიცემა;
Ø რესურსების, დეკორაციების შექმნა;
Ø საბოოლოო შეჯამება და აუდიტორიისთვის წარდგენა
Ø სტუმრების, მასწავლებლებისა და მშობლებისმიერ შეფასება.
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთნ/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტი უშუალო კავშირშია ქართულთან, ისტორიასთნ , ხელოვნებასთნ, მუსიკასთნ.
ქართ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში
ქართ.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
ქართ.დაწყ.(I).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
ქართ. V.2. მოსწავლე ახორციელებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ საკომუნიკაცო ამოცანებს. შედეგი თვალსაჩინოა, თუ:
· მოსწავლე ჯგუფთნ ერთად ამზადებს ზეპირ გამოსვლას.
· დამოუკიდებლად დაამუშავებს თემის ერთ-ერთ ნაწილს, მოპოვებულ მასალას გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს.
ქართ.VII. 3. მოსწავლეს შეუძლია სამეტყველო ქცევის შეცვლა საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით
ქართ.VII. 8. მოსწავლეს შეუძლია ამოოიცნოს და შეაფასოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.
ქართ.VIII. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი გამოსვლის მოსამზადებლად სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.
ქართ.XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა ( ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული აუდიტორიის წინაშე , კონკრეტული მიზნით.
ქართ.XII. 1. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ისტ. საბ. 7. ისტორიული ეპოქის მახასიათებლების (სოციალურ-კულტურული განვითარება, რელიგია და მსოფლმხედველობა, სახელმწიფოებრივი განვითარება და პოლიტიკა) გამოყოფა, ეპოქის უნიკალურობის ჩვენება;
ისტ. საბ. 10. ქვეყნის წარსულის, აწმყოსა და მომავლის ერთიან კონტექსტში გააზრება;
ს.გ.II.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომლობა.
ს.გ.III.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომლობით (წყვილში, გუნდში) შეასრულოს სამუშაო.
ს.გ.IV.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის შერჩევა და გამოყენება საკუთარი ჩანაფიქრის და იდეის განსახორციელებლად.
მუს.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურის, მღერის და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) გამოყენება გარკვეული ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად;
შეხვედრების განრიგი
დრო
|
მშობელი
|
მოსწავლე
|
მასწავლებელი
|
თემა
|
საჭირო რესურსი
|
20.05.2018
|
ü
|
ü
|
ü
|
1. პროექტის იდეის, მიძნებისა და ვადების გაცნობა.
2.მოსწავლეებთან ერთად პროექტის გეგმის შემუშავება.
3.ჯგუფებად დაყობა და დავალებების დანაწილება.
|
თაბახის ფურცლები, კალამი
|
27.05.2018
|
ü
|
ü
|
მოძიებული მასალების ( ლექსების, ისტორიული ცნობების) პრეზენტაცია და ანალიზი.
|
ტაბახის ფურცლები, კალამი
| |
04.05.2018
|
ü
|
ü
|
1. ჯგუფების ეტაპობრივად შემოწმება, შესრულებული დავალებების ანალიზი, დისკუსია და დამატებითი მითითებების, რჩევების მიცემა.
2. რესურსების შექმნა.
|
თაბახის ფურცლები.
ფერადი ფურცლები, წებო, მაკრატელი,
| |
11.05.2018
|
ü
|
ü
|
1.ჯგუფების ეტაპობრივად შემოწმება, შესრულებული დავალებების ანალიზი, დისკუსია და დამატებითი მითითებების, რჩევების მიცემა.
2.რესურსების შექმნა.
|
თაბახის ფურცლები.
ფერადი ფურცლები, წებო, მაკრატელი, ფორმატის ფურცლები, გუაშები, ფუნჯები
| |
18.05.2018
|
ü
|
ü
|
დავალების ანალიზი, დამატებითი მითითებების მიცემა.
შესაფარისი მუსიკების ინტერნეტში მოძიება და გადმოწერა.
|
კომპიუტერი, ინტერნეტი.
| |
22.05.2018
|
ü
|
ü
|
ü
|
დავლების ანალიზი, . რესურსების მოძიება და შექმნა.
|
კომპიუტერი, ინტერნეტი. შბალერი, კარგონის ქაღალდი, წებო
|
25.05.2018
|
ü
|
ü
|
ü
|
დავალების ანალიზი, გამეორება- მეცადინეობა, ოთახის მოწყობა.
|
კომპიუტერი , დინამიკები, შექმნილი და მოზიებული ( შეგროვილი) რესურსები.
|
29.05.2018
|
ü
|
ü
|
ü
|
ღონისძიება-,,ერთიანი ენა, ერთიანი რწმენა, ერთიანი მამული“
|
1. პროექტის ხელმძღვანელი: შორენა მჭედლიძე
2. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: shore.shoree@gmail.com
3. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: https://shorenamchedlidze05.blogspot.com/2019/05/blog-post.html
































სასწავლო პროექტის რეფლექსია
სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი: შორენა მჭედლიძე
(პროექტის დასახლება, მუშაობის პროგრამა, ხანგრძლივობა, შეხვედრების განრიგი და პროექტის მუშაობის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა/ განთავსებულია შორენა მჭედლიძის ბლოგზე- https://shorenamchedlidze05.blogspot.com/2019/05/blog-post.html)
პროექტის დასახელება: ,,ერთიანი ენა, ერთიანი რწმენა, ერთიანი მამული“
2018 წლის 26 მაისს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე.
სკოლის დირექტორის ინიციატივამ, ჩაგვეტარებინა ღონისძიება, რომელსაც მივუძღვნიდით საქართველოს დამოუკიდებლობის იუბილეს, მიბიძგა, განმეხორციელებინა პროექტი, რომელშიც ჩავრთავდი მთელი სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.
ქართველი ხალხი ისტორიის ასპარეზზე უხსოვარი დროიდან გამოვიდა. დღემდე მან კულტურული ცხოვრების დიდი გზა განვლო და შექმნა მრავალსაუკუნოვანი და საოცრად მდიდარი ისტორია.
საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას და სახელმწიფოებრიობას საფუძვლად დაედო ქრისტიანობა. სწორედ ამოტომ ქართველობა და ქრისტიანობა გაიგივებული იყო.
ჩვენი წინაპრების სახელოვანი ისტორიის, მათი რწმენის, მათი გმირული ბრძოლის, შრომისა და მოქმედების შესახებ მოთხრობილია თვით ხალხის მიერ შექმნილ თხზულებებში, ლეგენდებსა და იგავ-არაკებში.
უძველესი დროიდან ქართველებისა და მათი სიდიადის შესახებ წერდნენ არა მარტო ქართველი მწერლები, არამედ უცხოელი მოღვაწეებიც.
საქართველოს კიდევ ერთი უდიდესი სიმდიდრე მისი ენა და დამწერლობაა.
ქართულ საუნჯეს განეკუთვნება აგრეთვე, ნაციონალური მუსიკა.
დედამიწაზე არ მოიპოვება არც ერთი ერი საქართველოს გარდა, რომელსაც სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის ამდენი თვდადებული მოწამე და წინაპარი ჰყავდეს.
ჩვენს ქვეყანას თითქმის ყოველთვის ჰქონდა მთლინობის პრობლემა, ვერ ვინარჩუნებდით სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას, მაგრამ ერი მაინც ფეხზე იდგა და ინარჩუნებდა თვითმყოფადობას.
ამრიგად, დღევანდელი თობა ვალდებულია გაეცნოს საკუთრი სამშობლოს მდიდარ ისტორიას, მის სულიერ ღირებულებებსა და ფასეულობებს, რათა მათ გულებში გაღვივდეს პატრიოტიზმის ნაკვერჩხალი.
ამიტომ გადავწყვიტე, ზემოხსენებული პროექტის განხორციელება, რათა მოსწავლეებს უკეთ გაეგოთ, რას გულისხმობს ქართველობა, თუ რა გზა განვლო, რა სირთულებები გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, როდის უდგა აღმავლობის პერიოდი, რა იყო ღირებული და მნიშვნელოვანი მისთვის.
პროექტი მდგომარეობდა შემდეგში- პროექტი უნდა ყოფილიყო სასკოლო მაშტაბის. მასში ჩაერთვებოდა მთელი სკოლა- მოსწავლეები და მასწავლებლები. მონაწილეებს უნდა მოეძიებინათ საჭირო, თემის შესაბამისი ლიტერატურა: ლექსები, მოთხრობები, ამონარიდები ისტორიული თხზულებებიდან, შეექმნათ რესურსები . პროდუქტად დაიდებოდა ღონისძიება, რომელსაც დაესწრებოდნენ სკოლის მასწავლებლები, მშობლები, სტუმრები რესურსცენტრიდან და საქართველოს პარლამენთის ბიბლიოთეკიდან.
პროექტის ხანგრძლივობა იყო ხუთი კვირა.
საორგანიზაციო საკითხებში მეხმარებოდა სკოლის დირექტორი. მან დაფარა რესურსებისათვის საჭირო ყველა ხარჯი.
პროექტის მიზანი
1. მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავება ესგ-ს მიხედვით. ფოკუსირებული სწავლა;
2. საქართველოს ისტორიის, კულტირის , ტრადიციების, ფოლკლორის პატივისცემის გაღრმავება;
3. ისტორიული ეპოქის მახასიათებლების (სოციალურ-კულტურული განვითარება, რელიგია და მსოფლმხედველობა, სახელმწიფოებრივი განვითარება და პოლიტიკა) გამოყოფა, ეპოქის უნიკალურობის ჩვენება;
4. ქვეყნის წარსულის, აწმყოსა და მომავლის ერთიან კონტექსტში გააზრება;
5. ქართველი მწერლების პატრიოტული შემოქმედების განხილვა/ სწავლა;
6. მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა;
7. მოსწავლეებში სწორი მეტყველების უნარების გამომუშავება;
8. კითხვისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება;
9. კვლევა- ძიებისა და თანამშრომლობითი უნარის განვითარება;
10. ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და შეძენილი ცოდნის ტრანსფერი;
11. პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე;
პირველი შეხვედრა- მონაწილეებს გავაცანი პროექტის თემა, იდეა, მიზანი და ვადები.
შევიმუშავეთ გეგმა. მონაწილეები დაოყო ჯგუფებად და გადანაწილდა დავალებები.
მეორე შეხვედრა- ჯგუფებმა წარმოადგინეს მოძიებული მასალები ( ლექსები, ისტორიული ცნობები) და გააკეთეს პრეზენტაცია და ანალიზი.შევარჩიეთ მონაწილეები, რომლებიც პროექტის პრეზენტაციაში, ღონისძიებაში მიიღებდნენ მონაწილეობას და დავარიგეთ სიტყვები და ლექსები .
მესამე შეხვედრა- შევამოწმე შესრულებული დავალებები და მივეცი დამატებითი მითითებები, რჩევები . ასევე, შევქმენით რესურსების ნაწილი ოთახის გასაფორმებლად.
მეოთხე შეხვედრა- მონაწილეებმა წარმოადგინეს შესრულებული დავალებები და მივეცი დამატებითი მითითებები, რჩევები .ასევე შევქმენით რესურსების ნაწილი ოთახის გასაფორმებლად.
მეოთხე შეხვედრა- დავალებების ანალიზი.მონაწილეების გამომეტყველებით კითხვაში მეცადინეობა.
ასევე, მონაწილეებმა წარმოადგინეს მოძიბული მუსიკები, რომლებიც პრეზენტაციისთვის გვჭირდებოდა.
მეექვსე შეხვედრა- დავლების ანალიზი, რესურსების მოძიება და შექმნა.
მეშვიდე შეხვედრა- დავალების ანალიზი, გამეორება- მეცადინეობა, ოთახის მოწყობა.
მერვე შეხვედრა- პროექტის პრეზენტაცია, ღონისძიება-,, ერთიანი ენა, ერთიანი რწმენა, ერთიანი მამული“
პროექტში ჩართულები იყვნენ სატივის საჯარო სკოლის მასწავლებლები და I-XII კლასის მოსწავლეები , რომლებიც, მთელი პროექტის განმავლობაში, დიდი ინტერესითა და ხალისით ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ დავალებას. მონაწილეებს ვაძლევდი მითითებებს, თუ რა მიმართულებით ემუშვათ. საკუთარი ხელით ვქმნიდით რესურსებს, ვაანალიზებდით დავალებებს.
ყველა საჭირო რესურსი შევქმენით ხელით და შევეცადეთ გარემო, თემის შესაბამისად მოგვეწყო.
პრეზენტაციისთვის/ ღონისძიებისთვის შევარჩიეთ მოსწავლეები I-დან XII კლასის ჩათლით. დავურიგე ლექსები, სიტყვები, ფრაზები. პერიოდულად ვამოწმებდი და ვაძლევდი რჩევებს და მითითებებს.
ღონიძიებას აფორმებდა ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები.
პრეზენტაციაზე მოვიწვიეთ მოსწავლეების მშობლები, სტუმრები რესურსცენტრიდან და საქართველოს პარლამენტის ბიბლიოტეკიდან.
ღონისძიება გაიმართა 2018 წლის 30 მაისს. მოსწავლეებმა გააცოცხლეს საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია - კულტურული ცხოვრება, ქართველთა რწმენა, გმირი წინაპრები, მათი თავგანწირვა და პატრიოტული სულისკვეთრება.
ღონისძიების ბოლოს შეფასებები გააკეთეს სტუმრებმა. გამოხატეს თავიანთი დადებითი ემოციები, რაც ძალიან სასიამოვნო იყო როგორც ჩემთვის , ასევე ყველა მონაწილესათვის.
მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა საქართველოს ისტორიის შესახებ, გაიაზრეს საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ერთიან კონტექსტში. გაეცვნენ ქართველ მწერალთა პატრიოტულ შემოქმედებას და წარმოგვიდგინეს ისინი. გამოიმუშავეს სწორი მეტყველების, თანამშრომლობითი, შემოქმედებითი უნარები. მოახდინეს ცოდნის ტრანსფერი და პროექტი წარმოადგინეს აუდიტორიის წინაშე.
სსიპ ქალაქ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი: შორენა მჭედლიძე.
2018 წელი.
Комментарии
Отправить комментарий