განვლილი სასწავლო წლის შეჯამება

    მოგესალმებით!
     გადავწვიტე ბლოგი შევქმნა, რათა ის აქტივობები ავტვირთო, რასაც სკოლაში ჩემს საყვარელ კოლეგებთან და ბავშვებთან ერთად დავგეგმავ და განვახორციელებ.
    მანამდე  მინდა, განვლილი სასწავლო წლის მოკლე შეჯამება გავაკეთო.
    წინა სასწავლო წელი  ნაყოფიერი და აქტივობებით დატვირთული იყო .
     2017 წლის 30 სექტემბერს  მოეწყო  I-IV  კლასების ექსკურსია გორში. დავათვალიერეთ იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმი, დავესწარით  ქალაქობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარებულ ღონისძიებებს. დღის ბოლოს ბავშვები  დაესწრნენ კინოთეატრში  მულტფილმის ჩვენებას.















მოეწყო საახალწლო ზეიმი, რომელშიც მონაწილეობდნენ I-XII კლასის მოსწავლეები.








მოეწყო დედაენის კვირეული, რომელიც დატვირთული იყო სხვადასხვა  აქტივობით. თითოეული აქტივობა გაწერილი იყო სხვადასხვა დღეზე.









 2018 წლის 30 მაისს ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისადმი მიძღვლილი ღონისძიება, რომელსაც წინ მასწავლებლებისა და მოსწავლეების დაუღალავი შრომა უძღვოდა..ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები რესურსცენტრიდან და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან.
































 



სასწავლო წლის ბოლოს მოეწყო ექსკურსია . მოვინახულეთ საგურამო, მცხეთა, ზოოპარკი,  დღის ბოლოს ვესტუმრეთ უკრაინულ ცირკს,
























Комментарии

Популярные сообщения из этого блога

სამოდელო გაკვეთილები