თვალსაჩინო რესურსი
თვასაჩინო რესურსი- სიტყვების მატარებელი.
სასწავლო რესურსის შექმნის და გამოყენების რეფლექსია
სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი: შორენა მჭედლიძე
რესურსის სათაური: ,,სიტყვების მატარებელი"
საგანმანათლებლო რესურსის შქმნის მიზანი:
1. გავხადო გაკვეთილი სახალისო;
2. გავზარდო მოტივაცია, რაც ხელს უწყობს მასალის უკეთ ათვისებას.
3. რესურსი გამოვიყენო კლასის ორგანიზების ( ინდივიდუალური, წყვილები და ჯგუფური) სხვადასხვა ფორმების დროს.
რამ განაპირობა ამ კონკრეტული რესურსის შერჩევა/გამოყენება დასახული საგანმანათლებლო მიზნისთვის?
სწავლების სხვადასხვა ეტაპზე, ზოგჯერ მესაჭიროება გავცდე სახელმძღვანელოს ჩარჩოებს , უკვე არსებულ სავარჯიშოებს დავამატო სხვა ახალი სავარჯიშოები.
საწავლო რესურსების მრავალფეროვნება საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს და გაკვეთილი ადვილად აღქმადი ხდება. რესურსის გამოყენებით სწავლება, ბუნებრივად და საინტერესოდ მიმდინარეობს.
დაწყებით საფეხურზე გრამატიკული საკითხების შესწავლა, როგორც მოსწავლის ასევე მასწავლებლის მხრიდან უდიდეს ძალისხმევას საჭიროებს. იმისათვის, რომ ბავშვებს შევუქმნა გრამატიკული მასალისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და შევამოწმო თუ, რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა მასალა, აღნიშნული რესურსი არაჩვეულებრივი საშუალებაა.
რესურსის საშუალებით, მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკისა და ენობრივ სინტაქსური ერთეულების კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენება. მართლმეტყველებისა და სამეტყველო ეთიკი საბაზისო ნორმების დაცვა, ნაცნობი ლექსიკის, ნასწავლი ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტრუქტურული ელემენტების ადეკვატურად გამოყენება.
ჩემ მიერ შექმნილი რესურსის სათაურია ,,სიტყვების მატარებელი“. რომელიც ხელს შეუწყობს არსებითი სახელის ბრუნვის სწავლასა და განმტკიცებას.
აღნიშნული სასწავლო რესური შექმნილია მოსწავლეთა ასაკობრიბრივი შესაძლებლობების გათვალისჭინებით, მორგებულია მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს. ეხმარება მოსწავლეს ცოდნის განმტკიცებაში.
იგი საშუალებას მაძლევს გაკვეთილი გავხადო უფრო საინტერესო, მოვარგო მოსწავლეების ინტერესს, აქტივობაში ჩავრთო ყველა მოსწავლე და დავინახო თუ, რომელ მოსწავლესთან, რა საკითხთან დაკავშირებით მჭირდება მეტი მუშაობა.
რესურსი შევქმენი მე-3 მე-4 კლასში არსებითი სახელის ბრუნვის სწავლებისა და განმტკიცებისთვის. მოსწავლეებს ვაძლებდი დავალებას , შეედგინათ წინადადება, რომელშიც არსებითი სახელი იქნებოდა მაგ.სახელობით ბრუნვაში, მოთხრობით ბრუნვაში და ა. შ.
რესურსის გამოყენებამ გაკვეთილი უფრო სახალისო გახადა, გაზარდა მოსწავლეებში მოტივაცია და ,შესაბამისად, მოტივირებულმა მოსწავლეებმა, თანაბარ პირობებში, უკეთ გამოავლინეს თავიანთი ცოდნა. საშუალება მომეცა, დავკვირვებოდი ყველა მოსწავლეს, გამეგო მათი სუსტი და ძლიერი მხარეები, რათა შესაბამისად დამეგეგმა მომავალი გაკვეთილები.
მოსწავლეებმა იმუშავეს ინდივიდუალურად. რამაც ხელი შეუწყო , საკუთარი თავის რწმენისა დაპასუხისმგებლობის გაზრდას.
რესურსის დადებითი მხარეები:
1.რესურსი გათვალისწინებულია სხვადასხვა დონის მოსწავლეზე;
2.რესურსი სახალისოა და ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას;
4.რესურსი ზუსტად შეეფერება აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის თავისებურებებს.
რესურსის უარყოფითი მხარეები:
რესურსის უარყოფითი მხარეები:
1. უარყოფითი მხარეები არ გააჩნია.
რა შეცვალა აღნიშნული რესურსის გამოყვენებამ ჩემ პედაგოგიურ პრაქტიკაში.
მივიღე რა დადებითი შედეგი, გადავწვიტე, უფრო ხშირად გამოვიყენო სხვადასხვა სახის რესურსი გაკვეთილის თემის შესაბამისად. აღნიშნული რესურსის თემატიკა გამომდინარეობდა ესგ-დან, რითაც ვახდენდი არა მარტო ნასწავლის განმტკიცებას, არამედ ვიზუალიზაციასაც, რაც ხანგრძლივად დამახსოვრებას უწყობს ხელს.
მიღწეული შედეგები:
· თვალსაჩინო რესურსების გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეების მოტივაციის გაზრდას.
· საგაკვეთილო პროცესი ხდება საინტერესო, მოლოდინებით აღსავსე. მოსწავლეებს უვითარდებათ სხვადასხვა უნარები:
მდიდრდება ლექსიკური მარაგი;
მდიდრდება ლექსიკური მარაგი;
· საკუთარი თავისა და პასუხისმგებლობის გაზრდა.
· საპროგრამო მასალია ათვისების ხარისხის გამოკვეთა.
· მასწავბლებლის თვითშეფასება.
შესაბამისობა ესგ-სთან:ქართ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
შესაბამისობა ესგ-სთან:ქართ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
ქართ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს
ნაცნობი ლექსიკისა და ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენება; მართლმეტყველებისა და სამეტყველო ეტიკეტის საბაზისო ნორმების დაცვა.
ქართ.დაწყ.(I).14. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკის, ნასწავლი ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტრუქტურული ელემენტების ადეკვატურად გამოყენება; კალიგრაფიისა და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა.ქარ. II. 8. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი / წაკითხული ტექსტი ან ტექსტის
ცალკეული ფრაგმენტი გარდაქმნას აზრობრივ ნახატად.;
ცალკეული ფრაგმენტი გარდაქმნას აზრობრივ ნახატად.;
რესურსის გამოყენების ინსტრუქცია
სამიზნე ჯგუფი - დაწყებითი კლასის მოსწავლეები
ჩემ მიერ შექმნილი რესურსის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა მიზნით.
ა)ინდივიდუალურად;
ბ) წყვილებსა ;
გ) ჯგუფებში ;
ა)ინდივიდუალურად;
ბ) წყვილებსა ;
გ) ჯგუფებში ;
რესურსი ,,სიტყვების მატარებელი“ მომზადებულია მუყაოს ქაღალდით. ქაღალდი დაჭრილია ვაგონის ფორმის ოთხკუთხედებად, რომლებსაც თავში და ბოლოში აქვთ დასაკრობი ,,ფხრიწები” . შეგვიძლია ,,ვაგონები“ ნებისმიერი თანმიმდევრობით დავუკავშიროთ ერთმანეთს. მათზე წერია თითო- თითო სიტყვა -არსებითი სახელები, რიცხვითი სახელები, ზმნები, ზედსართავი სახელები, ზმნისზედები. გვაქვს თითი სიტყვის რამდენიმე ვარიანტი. მაგ: არსებითი სახელი არის შვიდივე ბრუნვის ფორმით. შესაბამისად გვაქვს ზმნის ფორმის რამდენიმე ვარიანტი და ა.შ. ისე , რომ შესაძლებელია წინადადებები ვცვალოთ არსებითი სახელის ბრუნვის მიხედვით.
აღნიშნული რესურსი მრავალჯერადია და გამოადგებათ ქართული ენის მასწავლებლებს დაწყებით კლასებში, წინადადების,არსებითი სახელის, რიცხვითი სახელის, ზედსართავის სახელის, ზმნის, ზმნისზედის სწავლების დროს.
მაგ:,
· მოსწავლემ შეადგინოს გარკვეული რაოდენობის სიტყვებისაგან შემდგარი წინადადებ.
· შეადგინონ წინადადება , რომელშიც იქნება არსებითი სახელი, რიცხვითი სახელი და ზმნა. და. ა. შ.
· შეადგინონ წინადადება, რომელშიც ზმნა იქნება მხოლობით რიცხვში ან მრავლობით რიცხვში.
რესურსის გამოყენება შეიძლება, როგორც შემაჯამებელი გაკვეთილისთვის, ასევე წინარე ცოდნის გასააქტიურებლად.
რესურსის არის ელექტრონული, ამიტომ მისი გამოყენებისათვის საჭიროა კომპიუტერი და ინტერნეტი. საჭირო ლინკის ჩაწერის შემდეგ, საძიებო ველში, იხსნება რესურსი. მოსწავლე მიყვება ინსტრუქციებს და აკეთებს დავალებას. დავალება სრულდება მოსწავლეების მიერ ინდივიდუალურად, წყვილებში ანჯგუფებში.
შესასრულებლად ვუთითებ საჭირო დროს.
რესურსის არის ელექტრონული, ამიტომ მისი გამოყენებისათვის საჭიროა კომპიუტერი და ინტერნეტი. საჭირო ლინკის ჩაწერის შემდეგ, საძიებო ველში, იხსნება რესურსი. მოსწავლე მიყვება ინსტრუქციებს და აკეთებს დავალებას. დავალება სრულდება მოსწავლეების მიერ ინდივიდუალურად, წყვილებში ანჯგუფებში.
შესასრულებლად ვუთითებ საჭირო დროს.
Комментарии
Отправить комментарий